ექიმები: "თუ გამოჯანმრთელების პროცესი ასეთი ტემპებით გაგრძელდება, დაახლოებით 10 დღეში ის უკვე დამოუკიდებლად შეძლებს სუნთქვას"

ექიმები: "თუ გამოჯანმრთელების პროცესი ასეთი ტემპებით გაგრძელდება, დაახლოებით 10 დღეში ის უკვე დამოუკიდებლად შეძლებს სუნთქვას"

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ექიმების განცხადებით, მთავარი მწვრთნელის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმედ ფასდება, თუმცა, თუ გამოჯანმრთელების პროცესი ასეთი ტემპებით გაგრძელდება, დაახლოებით 10 დღეში ის უკვე დამოუკიდებლად შეძლებს სუნთქვას, სრულ რეაბილიტაციას კი 3-6 თვე დაჭირდება.

იქამდე კი, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ თქვა, რომ ლევან მაისაშვილი თავს უკეთ გრძნობს და უკვე პირადად შეძლო კომუნიკაცია, უახლოეს პერიოდში კი, ექიმები მისი მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ვარაუდობენ.

შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილი კორონავირუსით სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრები 3 ივლისს მსოფლიო ჩემპიონს შეხვდა, ხოლო 10 ივლისს გასამართი ტესტ-მატჩი გუნდებში კოვიდის გავრცელების გამო გაუქმდა. მაისაშვილი ერთ თვეზე მეტია, რაც იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში Milpark Hostpitals-ში მკურნალობს და ამ პროცესში ჩართულნი არიან საქართველოს ელჩი ბექა დვალი და სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ვახტანგ რეხვიაშვილი. 

ასევე იხილეთ:

იოსებ ტყემალაძე: "ლევან მაისაშვილი თავს უკეთ გრძნობს და უკვე პირადად შეძლო კომუნიკაცია"

საქართველოს ნაკრების ექიმმა ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა

სალომე ზურაბიშვილი: "ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა"

იოსებ ტყემალაძემ ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"