სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო .
როგორც იცით რიჩარდ კოკერილი ახლახან დაინიშნა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე და მან ლევან მაისაშვილი ჩაანაცვლა . კულუარული ინფორმაციების მიხედვით ლევან მაისაშვილს დააწინაურებენ და მაღალი განვითარების მენეჯერად დანიშნავენ რაგბის კავშირში (ჯერ ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა )
დებიუტანტებიდან უმრავლესობა შავი ლომის შემადგენლობიდან არის , ესენი არიან ბურჯები დავით აბდუშელიშვილი, გიორგი მამაიაშვილი, გიორგი ახალაძე, გიორგი ქართველიშვილი, გიორგი ჩხარტიშვილი, მეორეხაზელი გურამ ღანიაშვილი, მესამეხაზელი გიორგი კერვალიშვილი, 9 ნომრები გიორგი მარგალიტაძე და დავით ხუროშვილი, ფრთა შაკო აფციაური და ფულბეკი ლუკა ცირეკიძე.
საინტერესოა გიორგი ქართველიშვილის გამოძახება რომელიც დიდი ხანია გამორჩეულად თამაშობს საფრანგეთის PRO D2 - ში ორიაკის შემადგენლობაში .
პირველი შეხვედრა 4 თებერვალს დესაუში, გერმანიასთან გაიმართება. შეხვედრა ჩვენი დროით 18 საათზე დაიწყება. ჯგუფური ეტაპის დანარჩენ ორ თამაშს თბილისში, „ავჭალაზე“ გავმართავთ. 10 თებერვალს 14 საათზე ნიდერლანდებს, ხოლო 17 თებერვალს 16 საათზე ესპანეთს ვერკინებით.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.