ჩვენ შესახებ

2019 წლის სექტემბერში სპეციალურად რაგბის მსოფლიო თასისთვის შეიქმნა ახალი ონლაინ მედია პლატფორმა - Myrugby.ge. მსგავსი ვებ-გვერდი, რომელიც რაგბის მსოფლიო თასს ეძღვნება, აქამდე საქართველოში არ არსებობდა და ქართულ მედიასივრცეში სიახლეს წარმოადგენს. რაგბის გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება ოპერატიულად მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მიმდინარე მსოფლიო თასზე:

უახლესი ამბები
მატჩების განრიგი და სატურნირო ცხრილები
გუნდებისა და მოთამაშეების ინდივიდუალური სტატისტიკა
ბლოგები
ინტერვიუები
მატჩების პრევიუები და გარჩევები
ვიდეო კონტენტი და სხვა
ვებ-გვერდის შექმნაზე Goal.ge-ს გუნდმა იზრუნა, რომელიც ქართულ ბაზარზე უკვე დიდი ხანია წამყვან საფეხბურთო ონლაინ მედია საშუალებად ითვლება. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქართული სპორტის პოპულარიზაცია და მისი გაშუქების ხელშეწყობაა. სარაგბო მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ Myrugby.ge ყოველდღიურ რეჟიმში გააშუქებს მოვლენებს რაგბის სამყაროს ირგვლივ, განსაკუთრებული ყურადღება კი ქართულ საკლუბო და სანაკრებო რაგბს დაეთმობა.

ვებ-გვერდზე მუშაობენ პროფესიონალი ჟურნალისტები, რომლებსაც ზურგს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება უმაგრებთ და მკითხველს საინტერესო, ხარისხიან სიახლეებს ოპერატიუალად აწვდიან.