სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ლევან მაისაშვილი უკვე ერთ თვეზე მეტია იმყოფება სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ იოჰანესბურგის კერძო საავადმყოფო „ნეთქეა მილპარკ ჰოსპიტალში“, კოვიდ ინფექციით გამოწვეული გართულებებით.
მისი მდგომარეობა, სამწუხაროდ, კვლავ კრიტიკულად მძიმეა, თუმცა ჩვენ არ ვკარგავთ მისი გამოჯანმრთელების იმედს. ოპტიმიზმს კი მიმდინარე მაღალკვალიფიციური და ყურადღებიანი სამედიცინო მხარდაჭერა გვიძლიერებს, ლევანის უკომპრომისო ბრძოლისუნარიანობასთან ერთად.
მინდა მადლობა გადავუხადო “ნეთქეა ჰოსპიტალების” ქსელის უმაღლეს მენეჯმენტს მხარდაჭერისათვის, განსაკუთრებით “ნეთქეა მილპარკის” ექიმების გუნდს, მათი თავდაუზოგავი შრომისა და დიდი ყურადღებისათვის.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ უკომპრომისო ბრძოლაში ლევანის მკურნალობას სასურველი შედეგები მოჰყვება. ყველა მეგობარს საქართველოში თუ სამხრეთ აფრიკაში კი მოვუწოდებთ, რომ ილოცონ ლევანის ჯანმრთელობისათვის.
ქართული რაგბის და ლევანის ოჯახის სახელით, ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველ ექიმს – ბატონ ვახტანგ რეხვიაშვილს და მის ოჯახს, ასევე საქართველოს ელჩს სახმრეთ აფრიკაში ბატონ ბექა დვალს, ვინც განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან მომენტში პირველივე დღეებიდან გვერდში უდგას ჩვენს დიდ ოჯახს და ქართულ რაგბს.", - განაცხადა ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილი კორონავირუსით სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრები 3 ივლისს მსოფლიო ჩემპიონს შეხვდა, ხოლო 10 ივლისს გასამართი ტესტ-მატჩი გუნდებში კოვიდის გავრცელების გამო გაუქმდა. 16 ივლისს საქართველოს რაგბის კავშირმა დაადასტურა, რომ ლევანის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო და მას ფილტვები ჰქონდა დაზიანებული. ბოლოს პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაისაშვილს მკურნალობის პერიოდში სეფსისი განუვითარდა, მაგრამ ექიმებმა ანტიბიოტიკების საშუალებით შეძლეს მისი შეჩერება.
ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრების ექიმმა ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა
სალომე ზურაბიშვილი: "ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა"
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.