იოსებ ტყემალაძე: "ლევან მაისაშვილი თავს უკეთ გრძნობს და უკვე პირადად შეძლო კომუნიკაცია"

იოსებ ტყემალაძე: "ლევან მაისაშვილი თავს უკეთ გრძნობს და უკვე პირადად შეძლო კომუნიკაცია"

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, რიგგარეშე ყრილობის დაწყებამდე "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. 

ტყემალაძის თქმით, ლევან მაისაშვილი თავს უკეთ გრძნობს და უკვე პირადად შეძლო კომუნიკაცია, უახლოეს პერიოდში კი, ექიმები მისი მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ვარაუდობენ.

შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილი კორონავირუსით სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრები 3 ივლისს მსოფლიო ჩემპიონს შეხვდა, ხოლო 10 ივლისს გასამართი ტესტ-მატჩი გუნდებში კოვიდის გავრცელების გამო გაუქმდა. მაისაშვილი ერთ თვეზე მეტია, რაც იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში Milpark Hostpitals-ში მკურნალობს და ამ პროცესში ჩართულნი არიან საქართველოს ელჩი ბექა დვალი და სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ვახტანგ რეხვიაშვილი. 

ასევე იხილეთ:

საქართველოს ნაკრების ექიმმა ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა

სალომე ზურაბიშვილი: "ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა"

იოსებ ტყემალაძემ ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"
საქართველო - ფიჯი 15:15 (VIDEO)