გოდერძი შველიძე ბრივის ესპუარების თამაშით კმაყოფილია

გოდერძი შველიძე ბრივის ესპუარების თამაშით კმაყოფილია

საფრანგეთის ესპუარების ჩემპიონატის მე-14 ტურში "ბრივი" საკუთარ მოედანზე "მონპელიეს" ეთამაშა და ბონუსით 27:16 აჯობა.

საკუთარი შეგირდების გარჯით კმაყოფილი დარჩა საქართველოს ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბურჯი გოდერძი შველიძე, რომელიც "ბრივის" ესპუარებს უდგას სათავეში.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და კმაყოფილი ვარ, რომ ბონუს ქულაც მოვიპოვეთ. სეზონის დასაწყისიდან ბევრი რამ გვაკლდა. ნამუშევარი შედეგიანია, ბიჭებმა ყველაფერი გაითვალისწინეს მომხდარიდან. გამბედაობით, ძალისხმევით და კომუნიკაციით ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც გვჭირდებოდა ამ მატჩის ბონუსით მოსაგებად. ვიცით, რომ საბოლოოდ თითოეული ქულა უმნიშნელოვანესი იქნება", - განაცხადა "მონპელიესთან" მოგებული მატჩის შემდეგ შველიძემ.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებულ მატჩში ორმა ქართველმა მორაგბემ მოახერხა ლელოს დადება: "ბრივიდან" ვანო კარკაძემ გამოიჩინა თავი, ხოლო "მონპელიედან" გიგი ლეშკაშელმა შეძლო ბურთის ლელოში დამიწება. 

"ბრივი" ესპუარების ჩემპიონატის პირველ ჯგუფში 23 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"