ვანო კარკაძის ლელო ესპუარების ჩემპიონატში მონპელიეს წინააღმდეგ (VIDEO)

ვანო კარკაძის ლელო ესპუარების ჩემპიონატში მონპელიეს წინააღმდეგ (VIDEO)

© CJA Fotografia

საფრანგეთის ესპუარების ჩემპიონატის მე-14 ტურში "ბრივი" საკუთარ მოედანზე "მონპელიეს" ეთამაშა და ბონუსით 27:16 აჯობა.

ბრიველთა ძირითად შემადგენლობაში გახლდათ "ბორჯღალოსანი" კვაჭი ვანო კარკაძე, რომელმაც ტრავმით გამოწვეული რვათვიანი პაუზის შემდეგ პირველად 20 მარტს ითამაშა ესპუარებში, უკვე მესამე შეხვედრის ჩატარება მოასწრო და ნელ-ნელა ფორმაშიც შედის, რაც 36-ე წუთზე მის მიერ დადებული ლელოთიც დამტკიცდა. 

"ბრივი" ესპუარების ჩემპიონატის პირველ ჯგუფში 23 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"