პირველი ლიგა: ხვამლი ოზურგეთში დამარცხდა და დიდ 10-ში გადასვლის შანსი დაკარგა (+VIDEO)

პირველი ლიგა: ხვამლი ოზურგეთში დამარცხდა და დიდ 10-ში გადასვლის შანსი დაკარგა (+VIDEO)

კვირას პირველი ლიგის ზედა ექვსეულის მესამე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. უკვე გაუწყეთ, რომ ლიდერთა მატჩში "ყაზბეგი" "ხვამლი არენაზე" "არმიასთან" 20:23 დამარცხდა და ამ ტურის შემდეგ, ორივეს 30 ქულა აქვთ. 

რაც შეეხება დანარჩენ ორ მატჩს - ოზურგეთის "არწივები" შინ "ხვამლს" დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 25:19 სძლია. მასპინძლებმა მოწინააღმდეგე ოთხჯერ დაალელოვეს, რომელთაგან ერთი გარდასახეს და ასევე ერთი ჯარიმა გაიტანეს, ხოლო სტუმრებმა სამი ლელო დადეს, საიდანაც ორი გარდასახეს.

მთელი მეორე ტაიმი ძლიერი წვიმის ფონზე წარიმართა, მოედანი ატალახდა და მორაგბეებს რთულ პირობებში მოუწიათ თამაში. ორივე გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და სასურველი შედეგის მისაღწევად თავი არავის დაუზოგავს. "ხვამლმა" ბოლო წუთები მეტოქის 22-ში გაატარა, ბოლოს საერთოდ ლელოს ერთ მეტრში მიუახლოვდნენ, თუმცა გურულებმა თავი გმირულად დაიცვეს, გადამწვეტ მომენტში მოწინააღმდეგეს ბურთი აართვეს და ურთულესი გამარჯვება მოიპოვეს.

"არწივები" 13 ქულით მეოთხე ადგილზე არიან, ხოლო "ხვამლი" 20 ქულით მესამე ადგილზეა და დიდ 10-ში გადასვლის შანსი ახლა უკვე ნამდვილად დაკარგა, რადგან პირველი ლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, "არმიას" და "ყაზბეგს" ათ-ათი ქულით ჩამორჩება. თბილისური კლუბი ზედიზედ მეორედ დამარცხდა. 


ზედა ექვსეულის ბოლო ორი გუნდი "ჭადარი" და "ტაო" ერთმანეთს თელავში დაუპირისპირდნენ, სადაც სტუმარმა გუნდმა იმარჯვა. უხვქულიან მატჩში თელაველები ასპინძელებთან 28:42 დამარცხდნენ. 


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"