ვანო კარკაძის სადებიუტო ლელო ტოპ 14-ში (VIDEO)

ვანო კარკაძის სადებიუტო ლელო ტოპ 14-ში (VIDEO)

ტოპ 14-ის მეორე ტურში "მონპელიე" საკუთარ მოედანზე "ბრივს" დაუხვდა და 39:17 დაამარცხა.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ჰავბექი გელა აფრასიძე, რომელმაც მინდორზე 54 წუთი გაატარა და მეოთხე წუთზე მატჩის პირველი ლელოს გატანა მოახერხა.

ბრიველთა მარქაფაში კი ხუთი ქართველი იყო: კვაჭი ვანო კარკაძე მოედანზე 45-ე წუთზე გამოჩნდა, რომელმაც 68-ე წუთზე ტოპ 14-ში სადებიუტო ლელო გაიტანა. ჰავბექი ვასილ ლობჟანიძე თამაშში 36-ე წუთზე ჩაერთო, მარჯვენა ბურჯი ლუკა ჯაფარიძე მინდორზე 48-ე წუთიდან ვიხილეთ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებული მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე 49-ე წუთზე შევიდა, ხოლო მგეზავმა თედო აბჟანდაძემ 48-ე წუთიდან ითამაშა.

იხილეთ ვანო კარკაძის ლელო. გელა აფრასიძის ლელო კი ამ ბმულზე იხილეთ. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"