გელა აფრასიძის ლელო ბრივის წინააღმდეგ (VIDEO)

გელა აფრასიძის ლელო ბრივის წინააღმდეგ (VIDEO)

ტოპ 14-ის მეორე ტურში "მონპელიე" საკუთარ მოედანზე "ბრივს" დაუხვდა და 39:17 დაამარცხა.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ჰავბექი გელა აფრასიძე, რომელმაც მინდორზე 54 წუთი გაატარა და მეოთხე წუთზე მატჩის პირველი ლელოს გატანა მოახერხა. ბრიველთა მარქაფაში კი ხუთი ქართველი იყო: კვაჭი ვანო კარკაძე მოედანზე 45-ე წუთზე გამოჩნდა, რომელმაც 68-ე წუთზე ტოპ 14-ში სადებიუტო ლელო გაიტანა. ჰავბექი ვასილ ლობჟანიძე თამაშში 36-ე წუთზე ჩაერთო, მარჯვენა ბურჯი ლუკა ჯაფარიძე მინდორზე 48-ე წუთიდან ვიხილეთ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებული მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე 49-ე წუთზე შევიდა, ხოლო მგეზავმა თედო აბჟანდაძემ 48-ე წუთიდან ითამაშა.

იხილეთ აფრასიძის ლელო. ვანო კარკაძის ლელო კი ამ ბმულზე იხილეთ. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

"მნიშვნელოვანია გამგეობაში მამუკა გორგოძის წარმოდგენა, რომელიც უდიდესი მოვლენაა ქართულ რაგბში" - იოსებ ტყემალაძე
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის ახალი გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
რაგბი ევროპის სუპერ თასი - პირველი ტურის განრიგი
18 სექტემბერს ლიონის რიგებში დავით ნინიაშვილის დებიუტი შედგება