სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქალაქი სტელენბოში 20-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას ოთხი გუნდი, მათ შორის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მიიღებს.
უმცროსი ბორჯღალოსნების გარდა, ტურნირზე მასპინძელის სამხრეთ აფრიკის, არგენტინის და ურუგვაის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.
ტურნირის დადასტურებით ძალიან კმაყოფილია სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ბაფანა ნჰლეკო, რომელიც "უმცროს ქურციკებს" პირველად გაუძღვება.
"შესანიშნავი ამბავია, რომ ჩვენ შევძლებთ საერთაშორისო მატჩების მიღებას ასეთ რთული პერიოდში. ჩვენ მადლობლები ვართ ყველასი, ვინც ეს შესაძლებელი გახადა.
ბედნიერი ვარ, რომ ბიჭებმა ასეთი შესაძლებლობა მიიღეს, ეს არის დიდი ჯილდო მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის. მათ იციან თუ რამდენად გაუმართლათ, ასეთი შანსი რომ მიიღეს, რადგან გასულ წელს ძალიან ნიჭიერი მორაგბეების ჯგუფმა ხელიდან გაუშვა შანსი, რომ ეთამაშათ 20-წლამდელთა ტურნირზე.
20-წლამდელთა პროგრამა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი მორაგბის გზისთვის, რომელიც მან უნდა გაიაროს საბოლოოდ დასამკვიდრებლად. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ განვავითაროთ მორაგბეები მომავლისთვის. მწვრთნელები და მოთამაშეები ველოდებით ამ შესაძლებლობას.
არგენტინამ და საქართველომ გასულ წლებში დაამტკიცეს, რომ რთული მეტოქეები არიან და ახლაც იმავეს მოველით. ისინი ფიზიკურად ძლიერები არიან. ურუგვაიზე უფრო ცოტა რამ ვიცით და რაც ვნახეთ, მათი კოზირი სწრაფი თამაშია. ჩვენ მოუთმენლად ველით მინდორზე დაბრუნებას", - განაცხადა ნჰლეკომ.
იხილეთ ტურნირის კალენდარი
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.