ოფიციალურად: საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სამხრეთაფრიკულ ტურნეზე გაემგზავრება

ოფიციალურად: საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სამხრეთაფრიკულ ტურნეზე გაემგზავრება

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქალაქი სტელენბოში 20-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას ოთხი გუნდი, მათ შორის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მიიღებს.

უმცროსი ბორჯღალოსნების გარდა, ტურნირზე მასპინძელის სამხრეთ აფრიკის, არგენტინის და ურუგვაის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. დაახლოებით ორი თვის წინ დაიწერა, რომ ამ ტურნირზე პორტუგალიაც იასპარეზებდა, თუმცა როგორც ვხედავთ, მათ ამ შეჯიბრებაში ვერ ვიხილავთ. 

ტურნირი 18 ივნისს დაიწყება, თითოეულ გუნდს ოთხი მატჩის ჩატარება მოუწევს და 3 ივლისს დასრულდება. განრიგი კი ასეთია:

18 ივნისი

15:00 საქართველო - არგენტინა

17:00 სამხრეთ აფრიკა - ურუგვაი

23 ივნისი

15:00 ურუგვაი - საქართველო

17:00 სამხრეთ აფრიკა - არგენტინა

28 ივნისი 

15:00 სამხრეთ აფრიკა - საქართველო

17:00 ურუგვაი - არგენტინა

3 ივლისს

13:00 III ადგილოსანი - IV ადგილოსანი

15:00 I ადგილოსანი - II ადგილოსანი

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)