ჯური რუ: "ამ დონეზე საერთაშორისო შეჯიბრება ფასდაუდებელია მოთამაშის განვითარების თვალსაზრისით"

ჯური რუ: "ამ დონეზე საერთაშორისო შეჯიბრება ფასდაუდებელია მოთამაშის განვითარების თვალსაზრისით"

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქალაქი სტელენბოში 20-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას ოთხი გუნდი, მათ შორის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მიიღებს.

უმცროსი ბორჯღალოსნების გარდა, ტურნირზე მასპინძელის სამხრეთ აფრიკის, არგენტინის და ურუგვაის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.

ტურნირის დადასტურების შემდეგ, კომენტარი გააკეთა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯური რუმ, რომელიც გახარებულია, რომ სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრები ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდება.

"ჩვენ მოხარულნი ვარ, რომ შევძლებთ ვუმასპინძლოთ 20-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირს და სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრების მორაგბეები საბოლოოდ დაუბრუნდებიან მინდორს მწვანე და ოქროსფერი მაისურებით, 2019 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ პირველად.

ეს იყო რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდი ახალგაზრდა მორაგბეებისთვის, რადგანაც პანდემიის გამო ყველა ასაკობრივი ტურნირი გაუქმდა. ასე რომ, ჩვენ ვიზიარებთ მათ აღფრთოვანებას, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებს ექნებათ ფანტასტიკური შესაძლებლობა წარმოაჩინონ საკუთარი უნარები ხარისხიანი საერთაშორისო გუნდების წინააღმდეგ. 

გულწრფელი მადლიერება მინდა გამოვხატო "მსოფლიო რაგბის" მიმართ ამ ტურნირის განხორციელებისთვის, რადგან ამ დონეზე საერთაშორისო შეჯიბრება ფასდაუდებელია მოთამაშის განვითარების თვალსაზრისით", -
განაცხადა რუმ.

იხილეთ ტურნირის კალენდარი

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"