სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ავსტრალიის რაგბის კავშირმა 2027 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობისთვის განაცხადი ოფიციალურად წარადგინა.
აღნიშნული განაცხადის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ავსტრალია 2027 წლის მსოფლიო თასს უმასპინძლებს, ქვეყანას მინიმუმ 200 000 უცხოელი გულშემატკივარი ესტუმრება, რაც ავსტრალიის ეკონომიკას 2.5 მილიარდს აშშ დოლარს მოუტანს.
ავსტრალიას აქამდე მსოფლიო თასებისთვის ორჯერ უმასპინძლია. პირველად ეს 1987 წელს სადებიუტო მსოფლიო თასზე მოხდა, რომელსაც ავსტრალიამ ახალ ზელანდიასთან ერთად უმასპინძლა, ხოლო 2003 წელს "ვოლაბებმა" ტურნირს ექსკლუზიურად უმასპინძლეს.
2003 წლის მსოფლიო თასს ავსტრალიის 10 ქალაქმა და 11 სტადიონმა უმასპინძლა. მაშინ მატჩები სიდნეის ორ სხვადასხვა სტადიონზე ჩატარდა. ამჯერად მატჩებს 8-10 სტადიონი უმასპინძლებს. თამაშები 7-8 კვირის განმავლობაში ჩატარდება.
ავსტრალიელთა განაცხადი გათვლილია 48 მატჩზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო თასის ფორმატი კვლავ არ შეიცვლება და 2027 წელსაც 20 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
"მსოფლიო რაგბი" 2027 წლის მსოფლიო თასის მასპინძლის ვინაობას 2022 წლის მაისში გამოავლენს. ამ მომენტისთვის ავსტრალია ერთადერთი რეალური კანდიდატია. 2027 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობა რუსეთსაც სურდა, მაგრამ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს სანქციების გადაწყვეტილების შემდეგ, ეს შეუძლებელი გახდა.
ავსტრალიელებმა 2027 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობასთან დაკავშირებით სპეციალური ვებგვერდიც შექმნეს, სადაც დაინტერესებული გულშემატკივარი ამომწურავ ინფორმაციას იხილავს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.