რუსეთი 2027 და 2031 წლების მსოფლიო თასების მასპინძლობისთვის ვეღარ იბრძოლებს

რუსეთი 2027 და 2031 წლების მსოფლიო თასების მასპინძლობისთვის ვეღარ იბრძოლებს

როგორც იცით, რუსეთს 2027 ან 2031 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობა სურდა და "მსოფლიო რაგბიში" შესაბამისი განაცხადის შეტანასაც აპირებდა, თუმცა რუსეთის რაგბის ფედერაციის გენერალურმა დირექტორმა სტანისლავ დრუჟინინმა განაცხადა, რომ რუსეთი ამისთვის ვეღარ იბრძოლებს და მიზეზზეც ისაუბრა. 

"ჩვენ გვქონდა უნიკალური პროგრამა, რომელსაც ვერცერთი კონკურენტის წინადადება ვერ შეედრებოდა. იგეგმებოდა მსოფლიო თასის ჩატარება კალინინგრადიდან ვლადივასტოკამდე ჩვენი დიდი ქვეყნის ყველა უპირატესობის გამოყენებით. კერძოდ, ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიცაა ავსტრალია და ახალი ზელანდია, კომფორტული იქნებოდა ევარჯიშათ და ეთამაშათ, მაგალითად ხაბაროვსკში და ვლადივასტოკში, რადგან ამ ქალაქების დროის ზონები მათთან ახლოს არის. ევროპული ქვეყნები უფრო კომფორტულად თავს იგრძნობდნენ მოსკოვში, პეტერბურგში, სოჭში. ჩვენ ვგეგმავდით ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისგან შემორჩენილი შესანიშნავი ინფრასტრუქტურის გამოყენებას და გარკვეულ რეგიონებში მის გაუმჯობესებას, მაგალითად კრასნოიარსკში, პრიმორსკის მხარეში და შორეულ აღმოსავლეთში.

სამწუხაროდ, აქ ჩაერია სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც კრძალავს რუსეთის მიერ განაცხადების წარდგენას მსხვილი საერთაშორისო ტურნირების, განსაკუთრებით კი ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიო თასების მასპინძლობაზე. "მსოფლიო რაგბიმ" გვაცნობა, რომ რუსეთის ფედერაცია ვერ შეძლებს 2027 და 2031 წლების მსოფლიო თასების მასპინძლობისთვის ბრძოლას, რადგან სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება მოქმედებს განაცხადის მიღების პერიოდში, ვინაიდან გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2022 წელს. 

რა თქმა უნდა, ჩვენ განაწყენებულნი ვართ, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. ამის მიუხედავად, მე ოპტიმისტურად ვუყურებ სიტუაცია. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა, რომელიც 2031 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობის უფლებას მიიღებს და შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო ამას ვეღარ შეძლებს, ჩვენ მზად ვიქნებით ტურნირის მასპინძლობისთვის. გარდა ამისა, ჩვენ აუცილებლად ვგეგმავთ 2035 ან 2039 წლების მსოფლიო თასების მასპინძლობის უფლებებისთვის ბრძოლას, თუმცა ჯერ ამაზე საუბარი ძნელია", -
განაცხადა დრუჟინინმა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"