"ბატონო იოსებ, გუშინ თქვით - ზეწოლის ერთი ფაქტი მაინც დამისახელეთო, ჰოდა მე ვარ ეგ ფაქტი!" - ირაკლი სულთანიშვილი

"ბატონო იოსებ, გუშინ თქვით - ზეწოლის ერთი ფაქტი მაინც დამისახელეთო, ჰოდა მე ვარ ეგ ფაქტი!" - ირაკლი სულთანიშვილი

ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა ზეწოლის კიდევ ერთი ფაქტორი საჯაროდ დაადასტურეს - სარაგბო კლუბ "არმიას" პრეზიდენტმა ირაკლი სულთანიშვილმა განაცხადა, რომ ის დაიბარეს და თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს, რადგან ირაკლი აბუსერიძის მომხრეა და ხმის მიცემას იოსებ ტყემალაძისთვის არ აპირებს.

სულთანიშვილმა პრესკონფერენციაზეც ისაუბრა (იხილეთ ბმული), შემდეგ კი სოციალურ ქსელში იოსებ ტყემალაძეს მიმართა.

"ბატონო იოსებ, გუშინ რომელიღაც გადაცემაში თქვით - ზეწოლის ერთი ფაქტი მაინც დამისახელეთ, წიქარა არ ითვლებაო (რატო არ ითვლება არავინ არ იცის), ჰოდა მე ვარ ეგ ფაქტი! პირადად მე! დღეს დამიბარეს და განცხადების დაწერა მომთხოვეს. საკმარისია?! დაგისახელეთ, მერე?! გუშინ ისიც თქვით ქვორუმი აუცილებლად შედგება, რადგან კლუბებთან აქტიურად ვმუშაობო - ასე მუშაობთ?! ასე გინდათ რაგბის ოჯახში შემოსვლა!?" - მიმართავს სულთანიშვილი ტყემალაძეს.



კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)