სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საქართველოს რაგბის კავშირის დღეს ჩანიშნული ყრილობა კვლავ ჩაიშალა, რადგან ქვორუმი ისევ არ შედგა - ამის შესახებ გამგეობის თავმჯდომარემ გოჩა მაჭავარიანმა და გამგეობის წევრმა ალექსანდრე გრიგალავამ განაცხადეს.
ყრილობის დაწყებამდე ხმაური იყო. ვეტერანი და მოქმედი მორაგბეები ირაკლი აბუსერიძის მხარდასაჭერად შეიკრიბდნენ და სარეგისტრაციო პროცესის დაწყებამდე, იოსებ ტყემალაძესთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდათ.
ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა დღევანდელ არჩევნებს დე ფაქტო უწოდეს და ბოიკოტი გამოუცხადეს, რადგან ისინი ხაზგასმით ამბობენ, რომ 30 დეკემბერს მათ უკვე აირჩიეს ლეგიტიმური პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ კლუბებზე დიდი ზეწოლა ხდება, რის გამოც ბევრმა კლუბმა ვერ გაუძლო და არჩევნებზე იოსებ ტყემალაძის სასარგებლოდ გამოცხადდა. ამას დაემატა ისიც, რომ ყრილობის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, "წიქარას" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკოლოზ წიქარიძემ განაცხადა, რომ ზეწოლა მათ კლუბზეც ხორციელდება, რის გამოც "წიქარას" პრეზიდენტი თენგიზ გოცირიძე ნერვიულობის ნიადაგზე ცუდად გახდა და საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, რაც "მთავარ არხთან" საუბარში თავად გოცირიძემაც დაადასტურა.
მას შემდგომ, რაც ქვორუმი არ შედგა, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ბობა კვინიხიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ "წიქარას" გარდა, ზეწოლა სხვა კლუბებზეც მიმდინარეობდა და ამ გზით, ოპონენტმა 14 ხმის გადაბირება მოახერხა.
"ნაოპერაციებ ადამიანს საავადმყოფოში ადგებიან და ძალით აწერინებენ მინდობილობას, ჩვენი მომხრე გუნდის წარმომადგენელს. დანარჩენი თქვენ თვითონ იცით, იმ ადამიანმა ("წიქარას" პრეზიდენტმა) თავად გითხრათ, ინტერვიუ მოგცათ და როგორ იყო, როგორ დააშანტაჟეს. და მარტო ეს კი არ არის, ეს რა ვიცით და რაც გაიგეთ და კიდე იმდენია. კიდევ 14 ხმა აქვთ ასე წაღებული, მუნიციპალური გუნდები გადაამტვრიეს სუყველა.
მიუხედავად იმისა, რომ 14 ხმა წაიღეს, ასე ძალადობით, არაკაცურად, ასე პირდაპირ ვიტყვი. შეუფერებელი, არასახელმწიფოებრივად მოიქცნენ ეს ადამიანები, უფლებამოსილებას გადაამეტეს, ბოროტად გამოიყენეს ყველაფერი ამ მაღალჩინოსნებმა, ვინც ამაში ჩართული იყო. ყველას სახელი და გვარი ვიცით, სუყველასი", - განაცხადა საქართველოს ნაკრების და თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილმა მორაგბემ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.