სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

სარაგბო კლუბ "წიქარას" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკოლოზ წიქარიძემ განაცხადა, რომ მათი კლუბის პრეზიდენტი გუშინ ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მისი თქმით, ისინი გოჩა სვანიძის მომხრეები იყვნენ, შემდეგ კი ირაკლი აბუსერიძეს დაუჭირეს მხარი, რის გამოც წინასაარჩევნოდ მათზე ზეწოლა იყო და კლუბის პრეზიდენტი ნერვიულობისგან ცუდად გახდა, რის გამოც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
წიქარაძის თქმით, კლუბის პრეზიდენტს ბოლოს ტელეფონით ესაუბრა და მისგან გაიგო, რომ ის იძულებული გახდა, რომ მინდობილობა სხვა პირზე გადაეფორმებინა, რომელიც სავარაუდოდ ხმას სწორედ იოსებ ტყემალაძე მისცემს.
"გადავწყვიტეთ, რომ გაერთიანებისკენ გადაგვედგა საუბარი და ირაკლი აბუსერიძესთან საუბრის შემდეგ მას დავუჭირეთ მხარი. გუშინ კლუბის პრეზიდენტი თენგიზ გოცირიძე ნერვიულობის ფაქტორით გახდა ცუდად და გადაიყვანეს საავადმყოფოში, დღეს საოპერაციოდ იყო გამზადებული. ტელეფონით მითხრა, რომ იძულებული გახდა, მინდობილობა მიეცა ერთ-ერთი პიროვნებისთვის, რომელიც სავარაუდოდ მხარს ტყემალაძეს დაუჭერა. თენგიზ გოცირიძე კი ძალიან ცუდადაა და ახლაც გერმანულ კლინიკაში წევს", - განაცხადა ნიკოლოზ წიქარიძემ.
როგორც მოგეხსენებათ, ირაკლი აბუსერიძის მომხრეები 28 დეკემბრიდან მოყოლებული ამბობენ, რომ სარაგბო კლუბებზე ზეწოლა ხდებოდა და მათი თქმით, ეს ყველაფერი სხვადასხვა მეთოდებით დღემდე გრძელდება. საარჩევნო ყრილობა კი დღეს ავჭალის სტადიონზეა ჩანიშნული და სხდომის დაწყებამდე არეულობა მოხდა, რომელშიც ირაკლი აბუსერიძის მომხრეები ტყემალაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ისინი არჩევნებზე მონაწილეობას არ აპირებენ და მას დე ფაქტო არჩვნებს უწოდებენ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.