სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

უკვე გაუწყეთ, რომ სარაგბო კლუბ "წიქარას" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ნიკოლოზ წიქარიძემ, დღეს ჩანიშნული ყრილობის რეგისტრაციის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კლუბის პრეზიდენტი თენგიზ გოცირიძე, რომელიც ნერვიულობის ნიადაგზე ცუდად გახდა და საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, იძულებული გახდა, რომ მინდობილობა სხვა პირისთვის გადაეცა, რომელიც კლუბის საპირისპირო პოზიციას დააფიქსირებდა. იხილეთ აქვე.
აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა "მთავარმა არხმა", რომელიც ტელეფონით დაუკავშირდა საავადმყოფოში მყოფ გოცირიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მას მინდობილობის გადაცემა სხვა ადამიანისთვის, ერთ-ერთი დამფუძნებლის ნიკოლოზ წიქარიძისთვის სურდა, თუმცა იძულებული გახდა, რომ მინდობილობა ნოდარ ლიპარტელიანისთვის გადაეცა.
"მე მინდოდა, რომ ნიკუშა წიქარიძისთვის მიმეცა მინდობილობა, მაგრამ არა, არა, გინდა თუ არა ჩემზეო და მივეცი მინდობილობა ნოდარ ლიპარტელიანს.
მე მინდოდა, რომ წიქარიძეს გადაეწყვიტა თუ როგორ ემოქმედა და რა გაეკეთებინა. მე გოჩა სვანიძის მხარდამჭერი ვბრძანდები", - განაცხადა "წიქარას" პრეზიდენტმა.
როგორც მოგეხსენებათ, გოჩა სვანიძის მომხრე კლუბებმა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, მხარი ირაკლი აბუსერიძეს დაუჭირეს.
გაირკვა, რომ საავადმყოფოში მყოფ გოცირიძესთან ერთ-ერთი წარმომადგენელი ლიპარტელიანი მივიდა და სთხოვა მინდობილობის გაკეთება, რომელიც აპირებდა კლუბისგან განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებას - იოსებ ტყემალაძისთვის ხმის მიცემას. აღნიშნული ამბის გაგებამ, აბუსერიძის მომხრეებში დიდი აღშფოთება გამოიწვია, მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რომ საავადმყოფოში, ცუდად მყოფ ადამიანს მინდობილობის გაკეთება აიძულეს და არჩევნების დასრულების შემდეგ, გოცირიძესთან მისულ ლიპარტელიანს დაედევნენ, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაწევ-გამოწევა. საბოლოოდ, ლიპარტელიანმა პოლიციის თანხლებით დატოვა ტერიტორია.
არჩევნების დასრულების შემდეგ, ავჭალის სტადიონთან შეკრებილმა ვეტერანმა და მოქმედი მორაგბეებმა იოსებ ტყემალაძეს სირცხვილის დერეფანი მოუწყეს და "აბუ, აბუს" სკანდირებით შეხვდნენ.
როგორც იცით, დღევანდელი ყრილობა ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. გამოცხადდა 24 სუბიექტი, საერთო ხმების რაოდენობა - 42. არჩევნების ჩასატარებლად კი 51 ხმა იყო საჭირო. "წიქარას", რომლის პრეზიდენტის იძულებით გაკეთებულმა მინდობილობამ აჟიოტაჟი გამოიწვია, სამი ხმა აქვს.
ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა დღევანდელ არჩევნებს დე ფაქტო უწოდეს და ბოიკოტი გამოუცხადეს, რადგან ისინი ხაზგასმით ამბობენ, რომ 30 დეკემბერს მათ უკვე აირჩიეს ლეგიტიმური პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ კლუბებზე დიდი ზეწოლა ხდება, რის გამოც ბევრმა კლუბმა ვერ გაუძლო და არჩევნებზე იოსებ ტყემალაძის სასარგებლოდ გამოცხადდა.
იხილეთ მთავარი არხის სრული სიუჟეტი
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.