ქვორუმი კვლავ არ შედგა, რაგბის კავშირის არჩევნები ისევ ჩაიშალა

ქვორუმი კვლავ არ შედგა, რაგბის კავშირის არჩევნები ისევ ჩაიშალა

საქართველოს რაგბის კავშირის დღეს ჩანიშნული ყრილობა კვლავ ჩაიშალა, რადგან ქვორუმი ისევ არ შედგა - ამის შესახებ გამგეობის თავმჯდომარემ გოჩა მაჭავარიანმა და გამგეობის წევრმა ალექსანდრე გრიგალავამ განაცხადეს.  

გამოცხადდა 24 სუბიექტი, საერთო ხმების რაოდენობა - 42. არჩევნების ჩასატარებლად კი 51 ხმა იყო საჭირო. 

განმეორებითი არჩევნები ათიდან ოცდაათი დღის ვადით უნდა ჩატარდეს. 

ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა დღევანდელ არჩევნებს დე ფაქტო უწოდეს და ბოიკოტი გამოუცხადეს, რადგან ისინი ხაზგასმით ამბობენ, რომ 30 დეკემბერს მათ უკვე აირჩიეს ლეგიტიმური პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ კლუბებზე დიდი ზეწოლა ხდება, რის გამოც ბევრმა კლუბმა ვერ გაუძლო და არჩევნებზე იოსებ ტყემალაძის სასარგებლოდ გამოცხადდა. 

ყრილობის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, "წიქარას" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკოლოზ წიქარიძემ განაცხადა, რომ ზეწოლა მათ კლუბზეც ხორციელდება, რის გამოც "წიქარას" პრეზიდენტი თენგიზ გოცირიძე ნერვიულობის ნიადაგზე ცუდად გახდა და საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)