სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

უკვე გაუწყეთ, რომ 31 იანვარს საქართველოს რაგბის კავშირის ძველმა გამგეობამ სხდომა დისტანციურად "ზუმის" საშუალებით ჩაატარა და ახალი საერთო კრების (ყრილობის) 24 თებერვალს ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს ირაკლი აბუსერიძის გუნდი, რომელმაც დღეს რაგბის კავშირში პრესკონფერენცია გამართა და გამგეობის გადაწყვეტილება უკანონოდ შეაფასა.
აბუსერიძის გუნდის სახელით განცხადება ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა" სიმონ მაისურაძემ წაიკითხა და განაცხადა, რომ 2021 წლის 31 იანვარი დარჩება ქართული რაგბის ისტორიაში სირცხვილის დღედ.
"ჩვენ ქართველი მორაგბეები, რომლებსაც წლების მანძილზე გვქონდა პატივი დაგვეცვა ბორჯღალის ღირსება, ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ქართულ რაგბს ეს დღე დაუდგებოდა. 2021 წლის 31 იანვარი დარჩება ქართული რაგბის ისტორიაში სირცხვილის დღედ. სამწუხაროა, რომ რაგბი, რომელიც ერთიანობის და ღირსების სიმბოლო იყო, დაპირისპირების და შუღლის კერად იქცა. გვრცხვენია გულშემატკივრის, იმ ათასობით ადამიანის, რომელთა პატივისცემას და გვერდში დგომას წლებია ვგრძნობთ.
საკუთარი თავის გამო კი უნდა რცხვენოდეთ იმ ვიწრო ჯგუფს, რომლებმაც 2 დღის წინ 31 იანვარს ქართული რაგბი თავიანთ ვიწრო ინტერესებს შესწირეს, ღირსებას წაართვეს და უკანონობა დააკანონეს.
მოგეხსენებათ, რომ ერთი თვის წინ 2020 წლის 30 დეკემბერს ჩვენი გუნდის საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთანავე ვიგრძენით წნეხი იმ ადამიანებისგან, ვისთვისაც ცხადია, რომ "აბუს გუნდისთვის" და ნეპოტიზმი, კორუფცია, ფულის შოვნა არათავსებადია. ქვეყნისდა სამარცხვინოდ, ამ ადამიანებმა, რომელთა შორის არიან ყოფილი მორაგბეებიც, პირადი კონტაქტების ხარჯზე სახელმწიფოს რიგი სტრუქტურებიც გარიეს. იუსტიციის სამინისტრომ ახალი პრეზიდენტის არჩევა სრულიად დაუსაბუთებლად დაახარვეზა, მოითხოვა დამატებითი დოკუმენტაცია, რომელიც სრული წესის დაცვით წარვუდგინეთ, მაგრამ პასუხის მიღებამდე, ხაზს ვუსვამთ პასუხის მიღებამდე, სრულიად უკანონოდ, ჩუმად და სამარცხვინოთ 31 იანვარს, ორი დღის წინ საქართველოს რაგბის კავშირის იურიდიული სამსახურის და გამგეობის თავმჯდომარის გარეშე შეიკრიბა ძველი აწ უკვე არალეგიტიმური გამგეობის ნაწილი და ახალი დე ფაქტო არჩევნები ჩანიშნა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ იუსტიციის მინისტრს, რომ პირადად და დაუყონებლივ დაინტერესდეს ამ საქმით.
და ბოლოს მოგმართავ შენ ჩემო მეგობარო, რაგბის გულშემატკივარო - გვერდზე დაგვიდექი, რომ ერთად გადავარჩინოთ ქართული რაგბი. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ", - ასეთი განცხადება წაიკითხა სიმონ მაისურაძემ.
"უკანონო გამგეობის ინიციატორები არიან მთავრობის წევრები გია კობახიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მარტვილის გამგებელი ალეკო გრიგალავა და გაიოზ მონიავა. მათ ლობირებს განათლების, კულტურის, სპორტის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი", - განაცხადა ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა" პალიკო ჯიმშელაძემ.
"გუბერნატორები პირდაპირ კავშირში იყვნენ მუნიციპალურ კლუბებთან და სხვადასხვა მუქარით აშინებდნენ გუნდებს, დაფინანსებდის შეწყვეტით და სხვადასხვა მუქარით ისინი ახდენდნენ ზეწოლას. ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ისინი იგივეს გააგრძელებენ და ამიტომ ჩვენ არ ვეთანხმებით ამ დე ფაქტო გამგეობის გადაწყვეტილებას", - თქვა საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ირაკლი მაჩხანელმა.
როგორც იცით, 30 დეკემბერს რაგბის კავშირის არჩევნების გადადებული ყრილობა გაიმართა, რომელშიც 20 სუბიექტი გამოცხადდა, რომელთაც ჯამში 43 ხმა ეკუთვნოდათ, რაც კვორუმისთვის საკმარისი იყო. ირაკლი აბუსერიძემ 31 ხმა დააგროვა, გოჩა სვანიძემ 10, ხოლო ბაჩო ხურციძე არჩევნებზე არ გამოცხადდა და 31 დეკემბერს საჯარო რეესტრში განცხადება შეიტანა, რომელშიც 30 დეკემბრის ყრილობის გაუქმებას მოითხოვს, რადგან ფიქრობს, რომ არალეგიტიმურია. ის ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
6 იანვარს 15:03 საათზე ირაკლი აბუსერიძემ საჯარო რეესტრში განცხადება შეიტანა, რომელშიც ის 30 დეკემბერს ჩატარებულ რაგბის კავშირის განმეორებით ყრილობაზე დაფიქსირებული შედეგების ასახვას მოითხოვს - პრეზიდენტის და გამგეობის წევრების ცვლილებას. იმავე დღეს 23:35 საათზე საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება დაიდო სტატუსით - "სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინება შეჩერებულია". რეესტრის გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ხოლო დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განისაზღვრა 30 დღე. აბუსერიძე და მისი გუნდი თვლიან, რომ არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა და რეესტრის გადაწყვეტილება 22 იანვარს გაასაჩივრეს. საჯარო რეესტრს პასუხის გაცემის ბოლო ვადად 21 თებერვალი აქვს განსაზღვრული.
იხილეთ ტელეკომპანია პირველის სიუჟეტი.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.