სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურმა ვებგვერდმა გუშინ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 31 იანვარს კავშირის ძველმა გამგეობამ სხდომა დისტანციურად "ზუმის" საშუალებით ჩაატარა და ახალი საერთო კრების (ყრილობის) ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
გამგეობას 15-დან 12 წევრი დაესწრო და საათნახევრიანმა სხდომამ მწვავედ ჩაიარა, რის გამოც გამგეობის ერთ-ერთმა წევრმა გოჩა სვანიძემ სხდომა დატოვა. სვანიძის გარდა, დღის წესრიგის დამტკიცებაზე წინააღმდეგი იყო ალექსანდრე ხვედელიძე, ხოლო დანარჩენმა წევრებმა თანხმობა განაცხადეს. სხდომის თავმჯდომარედ ალექსანდრე გრიგალავა აირჩიეს.
გამგეობის სხდომის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ამ სხდომის მოწვევა განპირობებულია ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან - კერძოდ, 2020 წლის 30 დეკემბერს გაიმართა რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა, რომლის გამარჯვებულ კანდიდატს ირაკლი აბუსერიძეს 2021 წლის 6 იანვარს საჯარო რეესტრმა დაუხარვეზა დოკუმენტაცია. ირაკლი აბუსერიძემ რეესტრის გადაწყვეტილება 22 იანვარს გაასაჩივრა და რეესტრს პასუხის ბოლო ვადად განესაზღვრა 21 თებერვალი. გამგეობის თავმჯდომარის განმარტებით, რაგბის კავშირის წესდებით მორიგი ყრილობის გამართვა ვადად განსაზღვრულია 25 თებერვალი და საბოლოო ჯამში, ყრილობის ჩანიშვნა მოხდა 2021 წლის 24 თებერვალს.
გამგეობის სხდომის ოქმში აღნიშნულია: "ზემოხსენებულიდან გამომდინარე გთავაზობთ, იმ შემთხვევაში თუ საჯარო რეესტრმა 2021 წლის 22 თებერვლამდე დააკმაყოფილა ირაკლი აბუსერიძის საჩივარი და დაარეგისტრირა ის რაგბის კავშირის პრეზიდენტად, დღევანდელი გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები გამოცხადდეს ბათილად."
ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის მოწვევით 2021 წლის 24 თებერვალს, 13:00 საათზე, ავჭალის რაგბის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში, მისამართზე: თბილისი, სარაჯიშვილის გამზ. 27, გაიმართება საქართველოს რაგბის კავშირის 2021 წლის მორიგი საერთო კრება (ყრილობა) შემდეგი დღისწესრიგით:
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.