სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

"რაგბი ევროპამ" საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტური არ გაუქმდება და მისი ჩატარების თარიღი დაასახელა. ტურნირზე მონაწილე ქვეყნის კავშირების და "რაგბი ევროპის" დირექტორთა საბჭოს მოლაპარაკებების შემდეგ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩები 2021 წლის 6/7 თებერვალს გაიმართება:
რუმინეთი - ბელგია
საქართველო - რუსეთი
ესპანეთი - პორტუგალია
ამის შემდეგ, 20/21 თებერვალს გაიმართება პლეი-აუტის მატჩი, რომელშიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ადგილოსანი და რაგბი ევროპის ალაფის გამარჯვებული ნიდერლანდები დაუპირისპირდებიან. გამარჯვებული 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. შესაბამისად, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ნიდერლანდები მეშვიდე გუნდად დამატებოდა ტურნირს და 2020 წლის გათამაშების ბოლო ტური გაუქმებულიყო, გამოირიცხა.
ახლა კი მთავარზე გადავიდეთ, "რაგბი ევროპის" განცხადების მიხედვით, რომელიც აღსანიშნავია, რომ პირველი გამოქვეყნების შემდეგ წაიშალა და შემდეგ შესწორებული ვერსიით გამოქვეყნდა, 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი კვლავ 5 ტურად გაიმართება, მაგრამ ჩატარების დრო ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ განსხვავებული იქნება. განცხადებაში წერია, რომ შეჯიბრების პირველი ტური 6/7 მარტს გაიმართება, ხოლო დანარჩენები "მსოფლიო რაგბის" მიერ გამოყოფილ ივლისის საერთაშორისო ფანჯრის განმავლობაში. 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის სრული განრიგი 2020 წლის ტურნირის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.
ჯერჯერობით დაზუსტებული კალენდარი არ არსებობს, განცხადებაში მხოლოდ პირველი ტური ჩატარდების ზუსტ თარიღზე წერია (6/7 მარტი), ოთხი მატჩის ჩანიშვნა კი, სავარაუდოდ ივლისის საერთაშორისო ფანჯრის პერიოდში იგეგმება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, აღნიშნულმა კალენდარმა საქართველოს ნაკრებს, შესაძლოა, ივლისის ტესტებზე მაღალი დონის გუნდებთან თამაშის შესაძლებლობა დააკარგვინოს (თუ დარჩენილი 4 მატჩი ივლისში გაიმართება). ასეთ შემთხვევაში, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი ინტენსიობით და რა პერიოდში ჩატარდება "რაგბი ევროპის" მატჩები. აქამდე იწერებოდა, რომ საქართველოს ნაკრებს ივლისის ტესტებზე, შესაძლოა, არგენტინას (გასვლაზე) და შოტლანდიას (შინ) შეხვედროდა.
შეგახსენებთ, რომ 2021-2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპია. ტურნირის ორი საუკეთესო გუნდი საფრანგეთში გასამგზავრებელ საგზურებს მოიპოვებენ, ხოლო მესამე ადგილოსანი რეპეშაჟში გადაინაცვლებს.
იხილეთ განახლებული ცნობა
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.