რაგბის კავშირი: "რაგბი ევროპის ჩემპიონატი 6-7 მარტს დაიწყება და ივლისის დასაწყისში დასრულდება"

რაგბის კავშირი: "რაგბი ევროპის ჩემპიონატი 6-7 მარტს დაიწყება და ივლისის დასაწყისში დასრულდება"

გუშინ "რაგბი ევროპის" მიერ გამოქვეყნებულმა განცხადებამ სპორტულ პრესაში და გულშემატკივრებში გაუგებრობა გამოიწვია. "რაგბი ევროპის" განცხადება, რომელიც თავდაპირველად დაიდო, მალევე წაიშალა. პირველ ვარიანტში ზუსტი კალენდარის შესახებ ეწერა, მაგრამ ის ვებგვერდიდან მალევე გაქრა და რამდენიმე წუთში დაიდო ახალი განცხადება, რომელშიც მხოლოდ ის ეწერა, რომ 2021 წლის პირველი ტური 6/7 მარტს გაიმართებოდა და ტურნირი 2021 წლის ივლისის საერთაშორისო ფანჯრის პერიოდში დასრულდებოდა.

როგორც მოგეხსენებათ, "მსოფლიო რაგბის" სანაკრებო ფანჯარა თებერვალში და მარტის პირველ ნახევარში აქვს გამოყოფილი, ხოლო მეორე ნახევარში სანაკრებო ტურნირების ჩატარება განსაზღვრული არ გახლავთ. "რაგბი ევროპის" განცხადებიდან გამომდინარე, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ტურნირის უმეტესი ნაწილი ივლისში ჩატარდებოდა, რაც ზაფხულის ტესტებს ავტომატურად საფრთხეს შეუქმნიდა და ეს ვარაუდის დონეზე გაუწყეთ კიდეც. 

"რაგბი ევროპის" ბუნდოვანი განცხადების გავრცელებიდან მალევე, გაცილებით უფრო დაზუსტებული და კონკრეტული ინფორმაცია გამოაქვეყნა საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურმა ვებგვერდმა, სადაც წერია, რომ ტურნირის პირველი ტური მართლაც 6/7 მარტს გაიმართება, მაგრამ აქ ვკითხულობთ, რომ 2021 წლის გათამაშება საერთაშორისო ფანჯრების გათვალისწინებით, 2021 წლის ივლისის დასაწყისში დასრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურნირის უმეტესი მატჩები არა ივლისში, არამედ მარტში გაიმართება და თუ ასე მოხდა, ბუნებრივია, რომ ივლისის ტესტების ჩატარებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, 2020 წლის რაგბი ევროპის ბოლო ტურის მატჩები ჩატარდება და "ბორჯღალოსნები" 6 ან 7 თებერვალს რუსეთს უმასპინძლებენ, რომელთან ჩანიშნული რკენა უკვე ორჯერ გადაიდო. 

როგორც იცით, უცხოურ პრესაში უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში გაიჟღერა, რომ საქართველოს ნაკრებს ივლისის ტესტებზე, შესაძლოა, არგენტინას (გასვლაზე) და შოტლანდიას (შინ) შეხვედნენ.

შეგახსენებთ, რომ 2021-2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპია. ტურნირის ორი საუკეთესო გუნდი საფრანგეთში გასამგზავრებელ საგზურებს მოიპოვებენ, ხოლო მესამე ადგილოსანი რეპეშაჟში გადაინაცვლებს. იმ შემთხვევაში, თუ "ბორჯღალოსნები" პირველ ადგილზე გავლენ, მაშინ მსოფლიო თასზე C ჯგუფში მოხვდებიან, სადაც ნაცნობ მეტოქეებს უელსს, ავსტრალიას, ფიჯის და ასევე რეპეშაჟის გამარჯვებულს შეხვდებიან. მეორე ადგილზე გასული გუნდი კი B ჯგუფში მოხვდება, სადაც სამხრეთ აფრიკას, ირლანდიას, შოტლანდიას და აზია/წყნარი ოკეანეთის გამარჯვებულს შეერკინება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"