Irish Times: "მსაჯმა შერკინებაში საქართველოს საზიანოდ საკამათო გადაწყვეტილებები მიიღო"

Irish Times: "მსაჯმა შერკინებაში საქართველოს საზიანოდ საკამათო გადაწყვეტილებები მიიღო"

© Ian Cook - CameraSport

გასულ შაბათ-კვირას შემოდგომის ერთა თასის და 3 ერის მატჩები გაიმართა. საქართველოს ნაკრები "პარკ სკარლეტსზე" უელსთან 0:18 დამარცხდა.

ცნობილმა გამოცემამ irishtimes.com-მა გასული მატჩების მსაჯობას სპეციალური სტატია მიუძღვნა. სტატიის ავტორი ვეტერანი მსაჯი და ირლანდიის რაგბის კავშირის მსაჯების ყოფილი დირექტორი ოუენ დოილია, რომელიც თვლის, რომ უელსი - საქართველოს მატჩზე მთავარმა მსაჯმა ლუკ პირსმა შერკინებებში მთლად სამართლიანად არ იმსაჯა და ყველა საკამათო მომენტში "ბორჯღალოსნები" დააჯარიმა.

"უელსი-საქართველოს მატჩში ლუკ პირსის გადაწყვეტილებებმა განაპირობა ორი ძირითადი საკამათო საკითხი.

შერკინება არის საქართველოს ნაკრების თამაშის უზარმაზარი და ტრადიციული ნაწილი, ისინი ნაკლებად კმაყოფილნი იქნებიან იმით, რომ პირსმა მათ ხუთჯერ დააკისრა სანქცია (ოთხი ჯარიმა და ერთი თავისუფალი), როდესაც უელსი არცერთხელ არ დაუჯარიმებია. მიუხედავად იმისა, რომ ნათლად ჩანდა, უელსელები ბურჯები კორპუსით აწვებოდნენ შიგნით და ატრიალებდნენ შერკინებას. ორ შემთხვევაში უელსმა არალეგალურად მოსპო ქართული შერკინების ფლობა, მსაჯი კი დაიძახა "ბურთი გამოსულია". დიახ, ბურთი მართლაც გამოვიდა, თუმცა ეს საქართველოსთვის უსარგებლო იყო" -
ასე აფასებს პირსის მსაჯობას შერკინებაში ვეტერანი ოუენ დოილი.

აღსანიშნავია, რომ ლუკ პირსი უელსშია დაბადებული და როგორც ვწერდით, უელსელი ემიგრანტების 16-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი იყო. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)