უელსი - საქართველოს მატჩს ლუკ პირსი იმსაჯებს, რომელიც უელსშია დაბადებული

უელსი - საქართველოს მატჩს ლუკ პირსი იმსაჯებს, რომელიც უელსშია დაბადებული

შემოდგომის ერთა თასის მეორე ტურში უელსის ნაკრები "პარკ სკარლეტსზე" საქართველოს უმასპინძლებს. 

შეხვედრის მთავარი მსაჯი ორივე ნაკრებისთვის კარგად ნაცნობი 33 წლის ლუკ პირსი იქნება, რომელმაც 2019 წლის მსოფლიო თასზე ამ გუნდების მატჩში იმსაჯა.

აღსანიშნავია, რომ პირსი უელსშის პატარა ქალაქ პონტიპულშია დაბადებული, რომლის მოსახლეობაც 36 000 ადამიანს შეადგენს. პირსი ინგლისში ადრეულ ასაკში გადავიდა საცხოვრებლად და ექსეტერში გაიზარდა, თუმცა ის თავის ფესვებს არ ივიწყებდა და უელსელი ემიგრანტების 16-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი იყო, ხოლო შემდეგ მოთამაშის კარიერას შეეშვა და მსაჯობა დაიწყო. 

ახალგაზრდა მსაჯი არ მალავს, რომ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მორაგბე ნილ ჯენკინსია, რომელიც უელსის ნაკრებში 1991-2002 წლებში თამაშობდა და "დრაკონების" ყველა დროის საუკეთესო მექულეა 1049 ქულით.

პირსი 21 წლის იყო, როდესაც ინგლისის ჩემპიონშიპში ანუ მეორე დივიზიონში იმსაჯა, ხოლო 2011 წლიდან უმაღლეს დონეზე მსაჯობს, როდესაც ის მხოლოდ 24 წლის იყო, პრემიერშიპში და ჩელენჯ თასზე მსაჯობა ანდეს, ორი წლის შემდეგ კი ანუ 2013 წელს ჩემპიონთა თასზე იმსაჯა, ასევე 2013 წლიდან უძღვება ტესტ-მატჩებსაც. 

პირსმა პირველი დონის ნაკრების მატჩი პირველად 2017 წლის ზაფხულის ტესტებზე განსაჯა: არგენტინის ნაკრებმა შინ საქართველო 45:29 დაამარცხა. 2018 წელს უკვე ტიერ 1-ის გუნდების ჯახი ანდეს, ხოლო 2019 წელს მსოფლიო თასზე იმსაჯა. 

დანარჩენი მსაჯები ირლანდიელები იქნებიან: კიდეებიდან ანდრიუ ბრეისი და ფრანკ მერფი, ხოლო ვიდეორეფერი ქალბატონი ჯოი ნევილი.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)