სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

როგორ იცით, ლეგენდარული ქართველი მორაგბე ლევან ცაბაძე რამდენიმე დღის წინ მოსკოვის "სლავას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და პირველივე ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი ახალი გუნდისგან მომდევნო სეზონში სიურპრიზებს უნდა მოელოდონ.
"სლავა" მომდევნო სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა და ორი ახალგაზრდა სამხრეთაფრიკელი მორაგბე დაიმატა: 20 წლის მგეზავი ლიონელ აპრილი და ასევე 20 წლის მეორეხაზელი მაიკლ ამირასი. ისინი "ბლუ ბულზის" აღზრდილები არიან და 21-წლამდელთა გუნდში აქვთ ნათამაშები. გარდა ამისა, აპრილს სამხრეთ აფრიკის 18 და 20 წლამდელთა ნაკრებებშიც აქვს ნათამაშები.
"მოსკოვში გადმოსვლის გადაწყვეტილება იოლი მისაღები არ იყო, მაგრამ ჩვენ აქ ვართ და გვჯერა, რომ ეს ჩვენი კარიერისთვის დიდი გამოწვევაა. იუთუბზე ვუყურებდით რუსეთის ჩემპიონატის ტრანსლაციებს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ "სლავა" ძალიან კარგი გუნდია. ჩვენს გადაწყვეტილებაზე იმანაც იმოქმედა, რომ კლუბში ჩვენი ცხრა თანამემამულე მუშაობს, რაც გაგვიადვილებს ადაპტაციის პროცესს და თავს ისე ვიგრძობთ, როგორც საკუთარ სახლში. რა თქმა უნდა ჩვენთვის ცნობილია ნატურალიზაციის ახალი პროგრამა უცხოელი მორაგბეებისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალში რუსეთის ნაკრებში მოვხვდეთ", - განაცხადეს "სლავას" ახალწვეულებმა.
ასევე იხილეთ: რუსების გეგმები: ნატურალიზაცია, რაგბის პოპულარიზაცია, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.