სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

რუსეთის რაგბის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილული იქნა უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები.
ამ ყველაფრის შესახებ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ იგორ არტემიევმა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ კირილ აშენკოვმა ისაუბრეს.
იგორ არტემიევი: "კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ჩვენ მსოფლიოში მეორეები ვიყავით, ვინც შიდა ჩემპიონატი განაახლა, პირველმა ეს ახალმა ზელანდიამ გააკეთა. ეს ასახავს რუსეთის ხელისუფლების შესაძლებლობას, რომ გაუმკლავდნენ ამ მომაკვდინებელ ინფექციას. ასევე ასახავს ჩვენი ფედერაციისა და ჩვენი კლუბების შესაძლებლობებს, რომ მოერგონ სიტუაციას და იპოვონ ისეთი გადაწყვეტილებები, რისი პოვნაც სხვა ფედერაციებმა ვერ შეძლეს.
ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ ჩვენ ჩემპიონატის განახლება ფეხბურთელებზე ერთი დღით ადრე მოვახერხეთ. ჩვენ მივიღეთ შესანიშნავი შეფასებები "მსოფლიო რაგბისგან" და "რაგბი ევროპისგან". ამ ყველაფრის შედეგად, ჩვენი ჩემპიონატის პირველი ტურის თითოეულ მატჩს მილიონზე მეტი ადამიანი უყურებდა. ასეთი რეიტინგი მხოლოდ მსოფლიო თასის მატჩებზე გვქონდა. პირველი ტურის მატჩები წარიმართა ძალიან კარგი თამაშებით და მაღალ ტექნოლოგიურ დონეზე - ყველაფერი რაც ორგანიზებასთან იყო დაკავშირებული, ძალიან კარგად გაკეთდა. უამრავი ენთუზიაზმის შედეგია, რომ ჩვენი სპორტი საბოლოოდ გამოჩნდა მატჩ ტვ-ის ცენტრალურ არხებზე.
გამგეობას თავისი სამუშაო ერთი დღითაც არ მიუტოვებია. ჩვენ არ გავჩერებულვართ ინფრასტრუქტურული პროექტების მხრივაც და დღესაც ჩვენ ვაშენებთ და ვაწესრიგებთ მთელ რიგ სტადიონებს ქვეყნის მასშტაბით. მინდა ხაზი გავუსვა ინფორმაციული პოლიტიკის დეპარტამენტის მუშაობას: ჩვენ შევედით ცენტრალურ სატელევიზიო არხებზე და შევთანხმდით მატჩ ტვ-სთან, რომ მათ ცენტრალურ არხზე თვეში ორჯერ გავა ანალიტიკური გადაცემა, შემდეგ კი უფრო ხშირად.
უახლოეს მომავალში ჩვენ გავხსნით პირველ სარაგბო ბარს მოსკოვში და ამას გავაკეთებთ ცნობილ მოსკოველ რესტორატორებთან ერთად. შემდეგ კი გვსურს, რომ ეს გაგრძელდეს მთელ ქვეყანაში. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ავაშენოთ ასეთი უნიკალური ქსელი."
კირილ იაშენკოვი: "ნატურალიზაცია სპორტის ბევრ სახეობაში გამოიყენება, ძირძველ რუსულ სპორტის სახეობებშიც კი. ეს არის ეროვნული ნაკრებების გაძლიერების წარმატებული გზა, რაც დადასტურა იაპონიის ნაკრების წარმატებული გამოსვლით მსოფლიო თასზე.
რა თქმა უნდა, ჩვენ ახალგაზრდა მორაგბეების გაზრდა გვაქვს განზრახული, მაგრამ ამავე დროს არ ვივიწყებთ ნატურალიზაციის მსოფლიო გამოცდილებას. ნატურალიზაციის პროგრამის განხორციელებისას მნიშვნელოვანია ყველა წესის დაცვა, ორმაგად გადაამოწმო მოთამაშის მონაცემები, რადგან ზოგჯერ ზოგიერთმა ფედერაციამ შეიძლება უნებლიედ არასწორი ინფორმაცია მოგაწოდოს და ნებისმიერი მცირე შეცდომა შეიძლება ეროვნული ნაკრებისთვის მძიმე შედეგებით დასრულდეს.
პროგრამის პირველი პუნქტი არის უცხოეთში მყოფი მორაგბეების მონიტორინგი, რომელთაც რუსული ფესვები აქვთ. ასეთი მორაგბეები უკვე ვიპოვეთ და მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ შემოგვიერთდნენ შემოდგომის საწვრთნელ ბანაკში.
მეორე კატეგორიის მოთამაშეები არიან ის მორაგბეები, რომლებსაც არ აქვთ რუსული ფესვები, მაგრამ დიდი ხანია თამაშობენ და ცხოვრებენ რუსეთში. ერთი, ორი ან სამი წელი, ასეთი მოთამაშეები არიან რუსეთის ნაკრებში მოხვედრის კანდიდატები.
მესამე გზაა ახალგაზრდა მორაგბეების ძებნა, რომლებსაც რუსული ფესვები არ აქვთ და ჯერ ჩვენთან არ თამაშობენ, მაგრამ აქვთ რუსეთის ჩემპიონატში თამაშის სურვილი და მზად არიან, რომ ჩვენს ქვეყანაში ხუთი წელი იცხოვრონ.
პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის, მუშაობა სამივე მიმართულებით უნდა წარიმართოს. ახლა ნატურალიზაციის რეესტრში 45-მდე მოთამაშეა. დარწმუნებული ვარ, რომ პირველ საწვრთნელ ბანაკში ახალ მორაგბეებს გამოიძახებენ, რომლებსაც ჯერ ნაკრებში არ უთამაშიათ. სახელებს არ დავასახელებ, მაგრამ დავაზუსტებ, რომ სხვასთან ერთად, საუბარია საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშეებზე. ვფიქრობ, რომ მათ შეეძლებათ კონკურენციის გაზრდა პირველ და მეორე ხაზში."
ასევე იხილეთ - რუსეთის ნაკრებში ოთხი ქართველი მორაგბე გამოიძახეს
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.