საქართველოს ნაკრების ორივე ლელო საფრანგეთის წინააღმდეგ (VIDEO)

საქართველოს ნაკრების ორივე ლელო საფრანგეთის წინააღმდეგ (VIDEO)

საქართველოს ნაკრები შემოდგომის ტესტების ეგიდით ბორდოში საფრანგეთს დაუპირისპირდა და 15:41 დამარცხდა. 

საწყის ოც წუთში გუნდებმა თითო ჯარიმის გატანა მოახერხეს, ხოლო ტაიმის მეორე ნახევარი "ბორჯღალოსნებისთვის" მძიმე გამოდგა - მე-14 წუთზე თედო აბჟანდაძე, ხოლო 23-ე წუთზე ბექა საღინაძე გაასინბინეს, რიცხობრივი უპირატესობით კი ფრანგებმა კარგად ისარგებლეს და 31-ე წუთიდან მოყოლებული ხუთწუთიან მონაკვეთში სამი ლელო გაიტანეს, რომლებიც მატიო ჟალიბერის და დამიან პენოს ანგარიშზეა, ერთ შემთხვევაში კი საჯარიმო ლელო ჩაითვალა. ტაიმი 24:3 დასრულდა.

მეორე ნახევარში "ბორჯღალოსნებმა" თამაში გამოასწორეს და 46-ე წუთზე ვასილ ლობჟანიძემ პირველი ლელო გაიტანა, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა. მალევე ფრანგებიდან თავის გამოჩენა პეატო მაუვაკამ მოახერხა, ხოლო 70-ე წუთზე აკაკი ტაბუცაძემ მშვენიერი ლელო მიითვალა და სხვაობა კვლავ შეამცირა. პირველი ტაიმის მსგავსად, ფრანგები მეორე ნახევარშიც ბოლოსკენ გააქტიურდნენ, თანაც სტუმრებს დაღლაც დაეტყოთ და საბოლოო ჯამში "ლე ბლემ" კიდევ ორი ლელო მიითვალა, რომლებიც პენომ და მაუვაკამ მიითვალეს და შესაბამისად, დუბლი გაიფორმეს - 41:15.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ესპანეთში ფიჯის წინააღმდეგ 20 ნოემბერს გამართავს.  

იხილეთ საქართველოს ნაკრების ორივე ლელო.

ვასილ ლობჟანიძის ლელო




აკაკი ტაბუცაძის ლელო

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"