ბექა საღინაძის ლელო საფრანგეთის ჩემპიონის წინააღმდეგ (VIDEO)

ბექა საღინაძის ლელო საფრანგეთის ჩემპიონის წინააღმდეგ (VIDEO)

© Icon Sport

ტოპ 14-ის მეშვიდე ტურის დასკვნით მატჩში "ლიონი" "სტად ჟერლანზე" საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონს "ტულუზს" დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 25:19 აჯობა.

ლიონელთა ძირითად შემადგენლობაში იყო მესამეხაზელი ბექა საღინაძე, რომელიც 71-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ფულბექმა დავით ნინიაშვილმა მოედანზე დასკვნითი ათი წუთი გაატარა. ბრწყინვალე მატჩი გამოუვიდა ბექა საღინაძეს, რომელმაც 70 წუთის განმავლობაში ჩინებულად იასპარეზა და მე-15 წუთზე, როგორც "ლიონის" რიგებში, ასევე ტოპ 14-ში სადებიუტო ლელო მიითვალა.

"ლიონი" 21 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და ლიდერე "ტულუზს" ხუთი ქულით ჩამორჩება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"