საფრანგეთმა 31-წლიანი პაუზის შემდეგ ავსტრალია გასვლაზე დაამარცხა (VIDEO)

საფრანგეთმა 31-წლიანი პაუზის შემდეგ ავსტრალია გასვლაზე დაამარცხა (VIDEO)

გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე საფრანგეთის ნაკრებმა ავსტრალიური ტურნეს სამმატჩიანი სერიის მეორე მატჩში "ვოლაბები" მძიმე ბრძოლაში 28:26 დაამარცხა და 31-წლიანი პაუზის შემდეგ, ავსტრალიის ნაკრებს გასვლაზე პირველად სძლია.

როგორც იცით, საფრანგეთის ნაკრები ავსტრალიაში ტოპ 14-ის ფინალისტების "ტულუზის" და "ლა როშელის" მორაგბეების გარეშე იმყოფება, რადგან 26 ივნისს გამართული ფინალის შემდეგ, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების გამო, ისინი ავსტრალიაში დროულად ჩასვლას ვერ მოახერხებდნენ.

"ლე ბლე" პირველ მატჩშიც ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ გაწითლებულ დროში მოგებული აუტის შემდეგ ბურთი აუტში ვერ გადააგდეს და ამისთვის მკაცრად დაისაჯნენ. ამ მატჩშიც ისე მოხდა, რომ ფრანგები 70 წუთისთვის 9-ქულიანი სხვაობით იგებდნენ, მაგრამ ჯერ მაიკლ ჰუპერისგან მიიღეს ლელო, რომელიც ნოა ლოლესიომ გარდასახა, 74-ე წუთზე კი ჯარიმაც გაიტანა და "ვოლაბები" ერთი ქულით გავიდნენ წინ, მაგრამ 77-ე წუთზე საკუთარ შერკინებაში დაჯარიმდნენ, მატიო ჟალიბერმა კი ჯარიმა გაიტანა და ფრანგებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"