7-კაცას ევროპის ჩემპიონატი ესპანეთის ტრიუმფით დასრულდა

7-კაცას ევროპის ჩემპიონატი ესპანეთის ტრიუმფით დასრულდა

7-კაცა რაგბის ევროპის ჩემპიონატი ესპანეთის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. "ლომებმა" სამი კვირის წინ ლისაბონის ეტაპი მოიგეს, ხოლო გუშინ მეორე, მოსკოვის ეტაპზეც პირველობა მოიპოვეს და შესაბამისად, ჯამურადაც ყველა გუნდს აჯობეს.

ესპანეთის 7-კაცა ნაკრებმა 26 ივნისს ჯგუფურ ეტაპზე საქართველო 38:0 დაამარცხა, პოლონეთს 33:0 სძლია, ხოლო პორტუგალიასთან 19:21 წააგო. 27 ივნისს "ლომებმა" მეოთხედფინალში იტალიას 36:7 მოუგეს, ნახევარფინალში გერმანიას 19:0 აჯობეს, ფინალურ მატჩში კი მოულოდნელად გასული ლიეტუვა დიდი სხვაობით 47:5 დაამარცხეს. 

ესპანეთმა საერთო ჯამში მაქსიმალური 40 ქულა მოიპოვა, მეორე ადგილზე გერმანია გავიდა 34 ქულით, მესამეზე რუსეთი გავიდა 30 ქულით, ლიეტუვამ 26 ქულა მოიპოვა, ხოლო საქართველომ 24 ქულით მეხუთე პოზიცია დაიკავა. 


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"