ამაშუკელმა 20-წლამდელთა 6 ერში კიდევ ერთხელ იმსაჯა - ინგლისმა შოტლანდია დაამარცხა (VIDEO)

ამაშუკელმა 20-წლამდელთა 6 ერში კიდევ ერთხელ იმსაჯა - ინგლისმა შოტლანდია დაამარცხა (VIDEO)

20-წლამდელთა 6 ერის მეორე ტურში ინგლისი "კარდიფ არმს პარკზე" შოტლანდიას დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 31:12 აჯობა.

აღნიშნული შეხვედრის მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელი გახლდათ, რომელმაც წლევანდელ ტურნირზე მეორედ იმსაჯა. ნიკამ პირველ ტურში უელსის და იტალიის 20-წლამდელთა ნაკრებების მატჩი განსაჯა. 26 წლის მსაჯს მორიგი საინტერესო და წარმატებული დღე ჰქონდა, მომდევნო კვირიდან კი ივლისის ტესტებზე გადაინაცვლებს და 3 ივლისს უელსის და კანადის ნაკრებებს უმსაჯებს, ხოლო 10-ში რუმინეთი - არგენტინის მთავარი მსაჯი იქნება და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მსაჯი ტიერ 1-ის ქვეყნების მატჩებს განსჯის.

რაც შეეხება ზემოხსენებულ შეხვედრას, ინგლისი მეტოქეს აშკარად აღემატებოდა, მიუხედავად იმისა, რომ 58-ე წუთზე ნიკამ სემ რილი გაასინბინა, ხოლო 62-ე წუთზე ლუკას ბრუქი წითელი ბარათით გააძევა. შოტლანდია ამ დროისთვის 24:5 აგებდა, მათ ვერც დარჩენილ დროში შეძლეს სხვაობის შემცირება - გუნდებმა თითო ლელო გაცვალეს და მატჩი ინგლისელთა გამარჯვებით 31:12 დასრულდა.  

დღის მეორე მატჩში იტალიის 20-წლამდელთა ნაკრები ძალიან დაძაბულ ბრძოლაში საფრანგეთთან 11:13 დამარცხდა, ხოლო უელსმა ირლანდიასთან დიდი სხვაობით 12:40 წააგო. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"