VIDEO: ესპანეთის 7-კაცა ნაკრებმა გერმანია დაამარცხა და ლისაბონის სერიის გამარჯვებული გახდა

VIDEO: ესპანეთის 7-კაცა ნაკრებმა გერმანია დაამარცხა და ლისაბონის სერიის გამარჯვებული გახდა

2021 წლის რაგბი 7-ის ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპის, ლისაბონის სერიის გამარჯვებული ესპანეთის 7-კაცა ნაკრები გახდა, რომელმაც დაძაბულ ფინალურ მატჩში გერმანია 19:17 დაამარცხა და ოქროს მედლებს დაეუფლა.

მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ესპანეთი 19:12 იგებდა, თუმცა გერმანელებმა ბოლო წუთზე ლელო გაიტანეს და ანგარიშის გათანაბრების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ გარდასახვა უზუსტო გამოდგა - ბურთი ძელმა მოიგერია. დარჩენილ დროში კი ბურთი ესპანელებს ჰქონდათ და დროის ამოწურვისთანავე აუტში დაარტყეს. 

2021 წლის რაგბი 7-ის ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 26-27 ივნისს გაიმართება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"