მილტონ ჰეიგის გუნდი ბრწყინვალე თამაშს განაგრძობს - სანტორიმ ბოლო მატჩში 94 ქულა გაიტანა (VIDEO)

მილტონ ჰეიგის გუნდი ბრწყინვალე თამაშს განაგრძობს - სანტორიმ ბოლო მატჩში 94 ქულა გაიტანა (VIDEO)

© KOKI NAGAHAMA

იაპონიის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში "სანტორი სანგოლიასი" საკუთარ მოედანზე "შაინინგს" დაუხვდა და დიდი ანგარიში 94:31 დაამარცხა.

მილტონ ჰეიგის შეგირდებმა მოწინააღმდეგეს 14 ლელო დაუდეს, თავად კი ოთხი გაუშვეს. აღსანიშნავია, რომ "შაინინგი" სუსტი გუნდი სულაც არაა და "წითელ ჯგუფში" მეოთხე ადგილზე იმყოფებიან. ამ გუნდში თამაშობენ შოტლანდიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი გრეიგ ლეიდლოუ და ავსტრალიის ნაკრების ყოფილი მგეზავი კრისტიან ლეალი'იფანო. ლეიდლოუმ "სანტორის" წინააღმდეგ ითამაშა ოთხი გარდასახვა და ერთი ჯარიმა გაიტანა. 

"სანტორი სანგოლიასი" ტოპ ლიგის "წითელ ჯგუფს" 34 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ტოიოტა ვერბლიცს" 6 ქულით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ ჰეიგის შეგირდებმა შვიდ მატჩში 60 ლელოს და 420 ქულის გატანა მოახერხეს, ხოლო 129 გაუშვეს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"