მერაბ კვირიკაშვილის გამარჯვების მომტანი ჯარიმა ბოლო წუთზე და გახარებული ყაზბეგელთა რეაქცია (VIDEO)

მერაბ კვირიკაშვილის გამარჯვების მომტანი ჯარიმა ბოლო წუთზე და გახარებული ყაზბეგელთა რეაქცია (VIDEO)

© ხევის სპორტ-ინფო

პირველი ლიგის ბოლო ტურში სუპერ დაძაბული დაპირისპირება გველოდება: "არმია" 17 ან 18 აპრილს "ყაზბეგს" უმასპინძლებს. სტეფანწმინდელებს მხოლოდ მოგება აძლევთ ხელს, სხვა შემთხვევაში არმიელები ლიდერობას შეინარჩუნებენ და დიდ 10-ში პირდაპირ აღზევდებიან.

ბოლოსწინა ტურში ძალიან დაძაბული მატჩი შედგა ავჭალის სტადიონზე, სადაც "ყაზბეგი" მესამე ადგილოსან "ხვამლს" შეერკინა და გაწითლებულ დროში, ლეგენდარული "ბორჯღალოსნის" მერაბ კვირიკაშვილის მიერ გატანილი ჯარიმით ერთი ქულით სძლია. პირველი ნახევარი "ყაზბეგის" სასარგებლოდ 12:7 დასრულდა. მეორე ნახევრის დასაწყისში "ხვამლმა" გარდასახული ლელო დადო და ორი ქულით წინ გავიდა. შემდეგ კი, გუნდებმა ორ-ორი ჯარიმის გატანა მოახერხეს და ბოლო წუთზე "ხვამლი" ორქულიანი სხვაობით იგებდა, რა დროსაც მოედნის ცენტრთან ახლოს, კარიდან დაახლოებით 40 მეტრში მარცხენა კიდესთან "ხვამლმა" თამაშის წესების დაარღვია, ურთულესი პოზიციის მიუხედავად, მერაბ კვირიკაშვილმა კარში დარტყმა გადაწყვიტა, ამის გაკეთება ზუსტად მოახერხა და "ყაზბეგს" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუპოვა - 21:20. 

ამრიგად, ბოლო ტურში თუ "ყაზბეგი" იმარჯვებს პირდაპირ დიდ 10-ში გადავა, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ადგილზე დარჩება და დიდი 10-ის ქვედა ექვსეულის მესამე ადგილოსანს ორმატჩიან პლეი-ოფში შეერკინება. "ხვამლმა" მეორე ადგილზე გასვლის შანსი დაკარგა.

იხილეთ მერაბ კვირიკაშვილის გამარჯვების მომტანი ჯარიმა გაწითლებულ დროში და "ყაზბეგის" გახარებული სტაფის წევრების, მორაგბეების და გულშემატკივრების რეაქცია.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"