ლა როშელის ისტორიული წარმატება ჩემპიონთა თასზე (+VIDEO)

ლა როშელის ისტორიული წარმატება ჩემპიონთა თასზე (+VIDEO)

ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალურ მატჩში "ლა როშელმა" საკუთარ მოედანზე "სეილ შარქსი" მიიღო და 45:21 დაამარცხა. 

ფრანგებმა ტაიმი 18:16 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში უპირატესობა გაზარდეს და ინგლისელები უშანსოდ დაამარცხეს. დუბლი გაიფორმეს რეიმონ რულემ და ჟოფრი დუმარომ, ხოლო თითო ლელო გრეგორი ალდრიტმა და დილინ ლეიდსმა დადეს. სტუმართაგან ლელოები სემ ჯეიმსმა და ბაირონ მაკგიგანმა მიითვალეს.

აღსანიშნავია, რომ "ლა როშელი" არსებობის განმავლობაში პირველად გავიდა ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში, სადაც ისინი ირლანდიურ "ლენსტერს" უმასპინძლებენ.

როგორც იცით, "ლა როშელის" შერკინების კონსულტანტი ლეგენდარული ქართველი ბურჯი დავით ზირაქაშვილია. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"