საქართველოს ნაკრებს ანთიმოზ ივერიელის თასი პრემიერ-მინისტრმა გადასცა (VIDEO)

საქართველოს ნაკრებს ანთიმოზ ივერიელის თასი პრემიერ-მინისტრმა გადასცა (VIDEO)

საქართველოს ნაკრებმა "მიხეილ მესხზე" რუმინეთი დაამარცხა 28:17 და 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. გარდა ამისა, "ბორჯღალოსნებმა" ანიმოზ ივერიელის სახელობის თასი მოიპოვეს, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის ყოველწლიურად თამაშდება.

"ბორჯღალოსნებმა" აღნიშნული თასის მოპოვება მე-14-ედ მოახერხეს და დღეს ნაკრების კაპიტანს მერაბ შარიქაძეს ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადასცა, რომელიც მთავრობის სხვა წევრებთან ერთად მატჩს ესწრებოდა. 

ანთიმოზ ივერიელის სახელობით თასი 2002 წლიდან თამაშდება: 14-ჯერ თასი საქართველომ აღმართა, ხოლო 6-ჯერ რუმინეთმა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"