ილია ზედგინიძე: "არ არის აუცილებელი პრეზიდენტი მორაგბე იყოს - მთავარია, ის მორაგბეებმა აირჩიონ"

ილია ზედგინიძე: "არ არის აუცილებელი პრეზიდენტი მორაგბე იყოს - მთავარია, ის მორაგბეებმა აირჩიონ"

ვეტერანმა "ბორჯღალოსნებმა" პალიკო ჯიმშელაძემ და ილია ზედგინიძემ დღეს "მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ სიმართლის გასატანად ბოლომდე იბრძოლებენ.

ილია ზედგინიძის თქმით, არაა აუცილებელი, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტი მორაგბე იყოს, მაგრამ აუცილებელია, რომ ის მორაგბეების მიერ იყოს არჩეული, ხოლო 10 მარტის განმეორებით ყრილობაზე ეს არ მოხდა და გარკვეული რაოდენობის ხმების გადაბირება უკანონოდ მოხდა. 

"იურიდიული საკითხი შესაძლოა მხოლოდ საქართველოში არ იყოს, არამედ გასცდეს ქვეყნის ფარგლებს. გვაქვს იმედი, რომ საზოგადოებრივი მხარდაჭერით შევძლებთ მივაღწიოთ სამართალს. ვეცდებით ყველანაირი გზით ვიბრძოლოთ.

სოსომ პირადადაც შემომთავაზა თანამშრომლობა და მე მაშინვე ვუპასუხე, რომ ამ ფორმით ჩვენი თანამშრომლობა ვერ მოხდება. თვითონ სოსოს რაც შეეხება, ვფიქრობ, ის გენერალი არ არის და შესაძლოა ჯარისკაცი იყოს, რომლის უკანაც აშკარად რაღაც ან ვიღაც დგას.

არ არის აუცილებელი პრეზიდენტი მორაგბე იყოს, მთავარი არის, რომ ის მორაგბეებმა აირჩიონ. გუშინ კი ყველაზე გულდასაწყვეტი ის გახლდათ, რომ ხმები იკარგებოდა უკანონოდ.დიდი ხანია რაგბის ოჯახი გაყოფილია, რადგან 80% არის აბუსერიძის მხარეს, 20% კი ტყემალაძის მხარეს.

მიუხედავად იმისა, რომ ტყემალაძე პრობლემის მოგვარებას ცდილობს, პირიქით დაემატა, რადგან არ იყო ყველაფრის თანაბრად გაყოფა, ზოგიერთი კლუბი იყო პრივილეგირებული. არ იყო გამჭვირვალე პროცესი, არ ჩანდა ფინანსური მიმართულება თუ რა და სად იხარჯებოდა, სწორედ ამიტომ ვაპირებთ, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ სიმართლის გასათანად",
- განაცხადა ილია ზედგინიძემ, რომელსაც "ბორჯღალოსნების" რიგებში 1998-2011 წლებში 65 კეპი აქვს მოხვეჭილი და მის ანგარიშზე 15 გატანილი ლელოა. ზედგინიძეს ნაკრებისთვის 37-ჯერ უკაპიტნია და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ირაკლი აბუსერიძეს ჩამორჩება, რომელსაც "ბორჯღალოსნები" მოედანზე 39-ჯერ გაუყვანია. ილიას 2003, 2007 და 2011 წლების მსოფლიო თასებზე უთამაშია.  

როგორც იცით, გუშინდელ განმეორებით ყრილობაზე რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს. 

ირაკლი აბუსერიძის გუნდი და მომხრეები ამ შედეგებს არ აღიარებენ და ბრძოლის სამართლებრივ ჭრილში გაგრძელებას გეგმავენ. ისინი ლაპარაკობენ ზეწოლის ფაქტზე და ამის შესახებ, "არმიის" პრეზიდენტმა ირაკლი სულთანიშვილმა განაცხადა, რომელმაც არჩევნებამდე ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს და როგორც ცნობილია, მის ნაცვლად გუშინ სხვა დელეგატი იყო მისული. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"