შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა" რატი ურუშაძემ.
© Icon Sport
ტოპ 14-ის მეჩვიდმეტე ტურში "რასინგ 92" "პარიზ ლა დეფენს არენაზე" "კასტრს" დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 23:20 დაამარცხა.
მასპინძელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო მარცხენა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი, რომელმაც მორიგი კარგი შეხვედრა ჩაატარა. 22 წლის "ბორჯღალოსანი" 47 წუთზე შეცვალეს, თუმცა მის ნაცვლად შესული ედი ბენ არუას გასინბინების გამო მინდორს 58-ე წუთზე დაუბრუნდა და კიდევ შვიდი წუთი ითამაშა.
გოგიჩაშვილს კარგი თამაში ფრანგულმა სარაგბო გამოცემებმა "მიდი-ოლიმპიკმა" და "რაგბირამამ" დაუფასეს და ტოპ 14-ის ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა" რატი ურუშაძემ.
საქართველოს ნაკრები 6 მარტს პორტუგალიას ეთამაშება.
„რაგბის კლუბ წიქარას“ პრეზიდენტის თენგიზ გოცირიძის განცხადება
უკანასკნელი რამდენიმე დღის ქართული სიახლე საფრანგეთიდან.