11 ლელო და 96 ქულა - ბრწყინვალე მატჩი ინგლისის ჩემპიონატში (+VIDEO)

11 ლელო და 96 ქულა - ბრწყინვალე მატჩი ინგლისის ჩემპიონატში (+VIDEO)

პრემიერშიპის მეექვსე ტურის გახსნით მატჩში "ბასი" საკუთარ მოედანზე "უოსპსს" დაუხვდა და საოცრად სანახაობრივ და უხვქულიან მატჩში დამარცხდა.

გუნდებმა ჯამში 11 ლელო და 96 ქულის გატანა მოახერხეს. მასპინძლებმა ოთხი ლელო და ექვსი ჯარიმა გაიტანეს, ხოლო სტუმრებმა შვიდი გარდასახული ლელო და ერთი ჯარიმა გაიტანეს. "ბასს" ოთხი ლელოს დადებისთვის ქულა ერგო, ხოლო "ბზიკებმა" ხუთი ქულა აიღეს. "უოსპსის" მხრიდან დუბლი გაიფორმეს ტომ კრუზმა და პიტერ ოდოგვუმ.

"უოსპსი" 19 ქულით მეხუთე ადგილზეა, თუმცა ლიდერ "ბრისტოლს" მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება, ხოლო "ბასი" 12 ქულით მეშვიდე ადგილზეა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"