ნაიჯელ ოუენსმა 2021 წელი კურიოზით დაიწყო - უელსელ მსაჯს ბარათები დაავიწყდა (+VIDEO)

ნაიჯელ ოუენსმა 2021 წელი კურიოზით დაიწყო - უელსელ მსაჯს ბარათები დაავიწყდა (+VIDEO)

პრო 14-ის მეათე ტურში "სკარლეტსი" საკუთარ მოედანზე "დრაგონსს" დაუხვდა და 20:3 იმარჯვა. 

შეხვედრის 55-ე წუთზე ნაიჯელ ოუენსმა წესების დარღვევის გამო სტუმართა მეორეხაზელის მეთიუ სქრიჩის გასინბინება გადაწყვიტა, თუმცა იმ მომენტში, როდესაც მოთამაშისთვის ყვითელი ბარათის ჩვენებას აპირებდა, აღმოაჩინა, რომ ბარათები დავიწყებოდა და ჯიბეში არცერთი ფერის ბარათი არ ჰქონდა. უელსელმა მსაჯმა სქრიჩს სიტყვიერად უთხრა, რომ გასინბინებული იყო და მოედანი უნდა დაეტოვებინა, თუმცა ასისტენტმა დავიწყებული ბარათები რამდენიმე წამში მოუტანა და ყვითელი ბარათის ჩვენებაც მოახერხა. 

აღნიშნულმა ეპიზოდმა როგორც გულშემატკივრები, ასევე კომენტატორები გაახალისა და სოციალურ ქსელებში მალევე გავრცელდა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"