მანსტერმა 19-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და უხვქულიან მატჩში კლერმონი სტუმრად დაამარცხა (VIDEO)

მანსტერმა 19-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და უხვქულიან მატჩში კლერმონი სტუმრად დაამარცხა (VIDEO)

ჩემპიონთა თასის მეორე ტურის მატჩში "კლერმონი" "სტად მარსელ მიშელინზე" "მანსტერს" დაუხვდა და უხვქულიან მატჩში დამარცხდა. 

არადა, მასპინძლები მატჩის 25-ე წუთისთვის 19-ქულიანი უპირატესობით იგებდნენ და ოთხი ლელოს დადებისთვის ბონუს-ქულაც ჰქონდათ დაბევებული, მაგრამ დარჩენილმა დრომ აბსოლუტურად განსხვავებულად ჩაიარა, სათამაშო ინიციატივა მთლიანად ირლანდიელების ხელში გადავიდა და მათ ბრწინვალე "ქამბექი" შემოგვთავაზეს. ტაიმის ბოლომდე "მანსტერმა" ერთი ლელო გაქვითა და პირველი ნახევარი 28:16 დასრულდა.

მეორე ტაიმში "კლერმონმა" აქტივს მხოლოდ 3 ქულა შემატა, რომელსაც 56-ე და 68-ე წუთებზე მოთამაშეები გაუსინბინეს, რითაც სტუმრებმა კარგად ისარგებლეს.  ირლანდიელებმა მეორე ნახევრის საწყის 20 წუთში სამი ჯარიმის გატანა მოახერხეს, ხოლო დასკვნით 10 წუთში ორი გარდასახული ლელო გაიტანეს და 31:39 იმარჯვეს.

ამრიგად, "კლერმონს" ერთი ქულა ოთხი ლელოს დადებისთვის ერგო, ხოლო სტუმრებმა ისე იმარჯვეს, რომ ბონუსის აღება ვერ შეძლეს, რადგან მათ 3 ლელოს დადება შეძლეს, დანარჩენი 18 ქულა კი "მანსტერს" ჯეიჯეი ჰენრაჰანმა ჯარიმებით მოუპოვა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"