შესუსტებულმა არგენტინამ ავსტრალიასთან კვლავ არ წააგო და ისტორიული მეორე ადგილი დაიკავა (VIDEO)

შესუსტებულმა არგენტინამ ავსტრალიასთან კვლავ არ წააგო და ისტორიული მეორე ადგილი დაიკავა (VIDEO)

დღეს 3 ერის გათამაშების ბოლო ტურის მატჩში ავსტრალია არგენტინას დაუპირისპირდა და შეხვედრა ამჯერადაც ფრედ 16:16 დასრულდა.

არგენტინელებმა ცნობილი სკანდალის გამო შეხვედრაგუნდის კაპიტანი პაბლო მატერას, მეორეხაზელი გიდო პეტის და სანტიაგო სისინოს გარეშე ჩაატარეს. ამ გუნდების წინა დაპირისპირების მსგავსად დღევანდელმა თამაშის პირველმა ტაიმმაც ავსტრალიელთა დიდი უპირატესობით ჩაიარა, თუმცა შესვენებაზე არგენტინელები 7-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, ამისთვის კი ბატისტ დელგის ლელოს უნდა უმადლოდნენ. აღსანიშნავია, რომ პირველ ნახევარში მსაჯმა ორივე გუნდის თითო მორაგბე თავის არეში ბოჭვის გამო, ყვითელი ბარათით გაასინბინა, მე-60 წუთზე კი იმავე დარღვევისთვის არბიტრმა მოედნიდან ავსტრალიელი ლუქან სალაკაია-ლოტო წითელი ბარათით გააგდო. 

ამის მიუხედავად, "ვოლაბებმა" მობილიზება მოახერხეს და მაიკლ ჰუპერის ლელოს წყალობით ანგარიში გაათანაბრეს, მე-80 წუთზე კი თამაშის მოგების შესაძლებლობა რის ჰოჯს ამჯერადაც მიეცა, თუმცა დაახლოებით 55 მეტრიდან დარტყმული ბურთი ამჯერადაც ააცილა კარს და მატჩი საყაიმო ანგარიშით დასრულდა. 

შედეგად არგენტინამ და ავსტრალიამ 8-8 ქულა დააგროვეს, თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით "პუმებმა" ისტორიაში პირველად მოახერხეს ტურნირზე მეორე ადგილის დაკავება და საერთო ჯამში ოთხიდან მხოლოდ ერთი მატჩი წააგეს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"