გამარჯვება უდიდესი უპირატესობით - გიორგი კვესელაძე 8 ერის ტურის საუკეთესო მორაგბეა! (VIDEO)

გამარჯვება უდიდესი უპირატესობით - გიორგი კვესელაძე 8 ერის ტურის საუკეთესო მორაგბეა! (VIDEO)

საქართველოს ნაკრების შუამარბი გიორგი კვესელაძე შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.

23 წლის მორაგბე, რომელმაც ირლანდიას ბრწყინვალე ლელო დაუდო და ტურის სიმბოლურში მოხვდა, მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის გამოკითხვაში მონაწილეობდა, სადაც მისი კონკურენტი ინგლისის ნაკრების მესამეხაზელი სემ ანდერჰილი, უელსელი შუამარბი ჯონი უილიამსი და ფრანგი ფულბექი ბრის დულინი იყვნენ. კვესელაძემ გამარჯვება უდიდესი უპირატესობით მოიპოვა, მან ხმების 88.8% მიიღო!

გატანილი ლელოს გარდა, კვესელაძემ ირლანდიასთან მატჩში 17 ზუსტი ბოჭვა შეასრულა, ბურთი 3-ჯერ წაიღო, 59 მეტრი გაიარა და 2 ოფლოუდი გაახერხა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)