ახალი ზელანდიის ახალი ვარსკვლავი ვილ ჯორდანის ორი ლელო ორ წუთში არგენტინასთან მატჩში (VIDEO)

ახალი ზელანდიის ახალი ვარსკვლავი ვილ ჯორდანის ორი ლელო ორ წუთში არგენტინასთან მატჩში (VIDEO)

დღეს 3 ერის გათამაშების მეხუთე ტურის შეხვედრაში ახალი ზელანდიის ნაკრები არგენტინას დაუპირისპირდა და მეტოქე 38:0 გაანადგურა, რითიც ფაქტობრივად გაინაღდა 3 ერის ჩემპიონის ტიტული.

დღევანდელ მატჩში გაიბრწყინა ახალი ზელანდიის ნაკრების 22 წლის ტალანტმა ვილ ჯორდანმა, რომელიც მოედანზე 64-ე წუთზე შემოვიდა და ორ წუთში ორი ლელოს დადება მოახერხა, გარდა ამისა ჯორდანს სხვა სტატისტიკურ ასპექტებშიც ბრწყინვალე მაჩვენებლები აქვს. 

16 წუთის განმავლობაში ჯორდანმა 4-ჯერ ატარა ბურთი, საიდანაც 3-ჯერ მოახერხა ხაზის გაჭრა და ბურთით 125 მეტრი გაირბინა. დადებულ ორ ლელოსთან ერთად მისი დიდი დამსახურებაა მატჩის მიწურულს პატრიკ ტუიპოლოტუს მიერ დადებულ ლელოშიც, აღნიშნული შეტევა სწორედ ჯორდანმა წამოიწყო და მის მიერ ხაზის გაჭრის შედეგად მოახერხა ოლ ბლექსმა მეტოქის 22-თან მიღწევა. 

იხილეთ ჯორდანის ლელოები.



კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"