მარსელ კუციამ იტალიელები დაარბია - სამხრეთ აფრიკის ნაკრების მორაგბის ოთხი ლელო პრო 14-ში (VIDEO)

მარსელ კუციამ იტალიელები დაარბია - სამხრეთ აფრიკის ნაკრების მორაგბის ოთხი ლელო პრო 14-ში (VIDEO)

პრო 14-ის მეექვსე ტურში იტალიური "ძებრე" პარმაში ირლანდიურ "ალსტერს" დაუხვდა და დიდი სხვაობით 14:57 დამარცხდა.

ირლანდიელთა რიგებიდან საოცარი შეხვედრა ჩაატარა სამხრეთ აფრიკის ნაკრების მესამეხაზელმა მარსელ კუციამ (30 კეპი, 6 ლელო), რომელმაც იტალიური გუნდი ოთხჯერ დაალელოვა. 29 წლის რვა ნომერმა ლელოების დადება მე-5, 24-ე, 35-ე და 58-ე წუთებზე მოახერხა. ბუნებრივია, რომ "სპრინგბოკსის" მორაგბე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. იხილეთ მარსელ კუციას პოკერის ამსახველი ვიდეო.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"