სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი გამოჯანმრთელდა. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელიც მოგვიანებით საქართველოს რაგბის კავშირთან გადავამოწმეთ, სადაც დაგვიდასტურეს, რომ "ბორჯღალოსნების" თავკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
მაისაშვილი ჯერჯერობით კვლავ რჩება იოჰანესბურგის კლინიკაში, თუმცა ის კონტაქტურია და სტაბილურ მდგომარეობაშია.
შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილი კორონავირუსით სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრები 3 ივლისს მსოფლიო ჩემპიონს შეხვდა, ხოლო 10 ივლისს გასამართი ტესტ-მატჩი გუნდებში კოვიდის გავრცელების გამო გაუქმდა. მაისაშვილი ერთ თვეზე მეტია, რაც იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში Milpark Hostpitals-ში მკურნალობს და ამ პროცესში თავიდანვე ჩართულნი არიან საქართველოს ელჩი ბექა დვალი და სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ვახტანგ რეხვიაშვილი. ლევანის მდგომარეობა რამდენიმე კვირის განმავლობაში კრიტიკულად მძიმე იყო, თუმცა საბედნიეროდ "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და დადებითი დინამიკა ყოველდღიურად შეინიშნება.
ჩვენი მხრივ, ლევანს სწრაფ რეაბილიტაციას, საქართველოში მალე დაბრუნებას და საყვარელი საქმიანობის რაც შეიძლება მალე განახლებას ვუსურვებთ!
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.