წითელი ბარათი 20 წუთით გაძევებით დაისჯება - 4 ერში ახალ წესს გამოცდიან

წითელი ბარათი 20 წუთით გაძევებით დაისჯება - 4 ერში ახალ წესს გამოცდიან

წლევანდელ რაგბი ჩემპიონშიპში, რომელიც 14 აგვისტოს აიღებს სტარტს, იმ რამდენიმე ახალ წესთან ერთად, რომელიც "მსოფლიო რაგბიმ" 1 აგვისტოდან შემოიღო, კიდევ ერთი ახალი წესი გამოიცდება.

საუბარია წითელი ბარათის სანქციის ცვლილებაზე. კონკრეტულად კი, მოახლოებული 4 ერის ტურნირზე გამოიცდება წესი, რომლის მიხედვითაც, თუ მორაგბე წითელ ბარათს მიიღებს, გაცილებით ნაკლებად დააზარალებს თავის გუნდს, ვიდრე აქამდე ხდებოდა. წითელი ბარათით გაძევებულ მორაგბეს მოედანზე დაბრუნება აღარ შეეძლება, თუმცა 20 წუთის შემდეგ, მწვრთნელს უფლება ექნება, რომ ის სხვა მორაგბით ჩაანაცვლოს, მათ შორის ისეთი მოთამაშით, რომელიც იქამდე ტაქტიკური მოსაზრებით იქნება შეცვლილი.

აღნიშნული წესის მიღების ინიციატორი "სანზაარი" გახლავთ, რომელმაც აღნიშნული ცვლილების შესახებ "მსოფლიო რაგბის" მიმართა, ვინც ჯერჯერობით ამ წესის გლობალურად გამოცდისგან თავი შეიკავა. 

წითელი ბარათის სასჯელის ზომის შეცვლაზე საუბარი ბოლო პერიოდი აქტიურად მიმდინარეობდა. ეს საუბრები განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ავსტრალიის და საფრანგეთის ნაკრებების მატჩში მარიკა კოროიბეტე საკმაოდ საკამათო ვითარებაში მე-5 წუთზე გააძევეს და "ვოლაბებს" 75 წუთის განმავლობაში 14 კაცით მოუწიათ თამაში. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"