საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მეორეხაზელი კარიერას პრო დ2-ში განაგრძობს

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მეორეხაზელი კარიერას პრო დ2-ში განაგრძობს

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების და თბილისის "ხვამლის" მორკინალი დავით არველაძე კარიერას ფრანგულ პრო დ2-ში, კონკრეტულად კი სარაგბო კლუბ "ოიონაში" განაგრძობს.

არველაძე 19 წლისაა, სიმაღლეში 198 სანტიმეტრია და მეორე ხაზში თამაშობს. მან საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების რიგებში ივნის-ივლისში სამხრეთ აფრიკაში გამართულ საერთაშორისო ტურნეზე იასპარეზა. 

აღსანიშნავია, რომ პირველლიგელი "ხვამლიდან" წლევანდელ სატრანსფერო პერიოდში საფრანგეთს ოთხმა მორაგბემ მიაშურა. არველაძის გარდა, კარიერას საფრანგეთში დავით ნინიაშვილი ("ლიონი"), ლუკა პეტრიაშვილი ("კარკასონი") და სერგო აბრამიშვილი ("სტად ფრანსე") განაგრძობენ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"